ანალიტიკაპუბლიკაციები

«ჯეფერსონ დევისი სიცოცხლის ბოლომდე პატივსაცემ ადამიანად დარჩა»

ამ დღეებში ამერიკაში ბობოქარი დღეები იდგა, ამჯერად საერთოდ არ ვეხები ვისი ბრალი იყო ეს ამბები და ვისი არა, ვინ მეტადაა დამნაშავე და ვინ ნაკლებად და ვის უკან იდგა რუსეთი, უბრალოდ ამ ამბების ფონზე რამდენიმეგან წავიკითხე, რომ ახლა ტრამპს დააპატიმრებენ და მთელს ცხოვრებას ციხეში გაატარებს და სადღაც საიდუმლო ჯურღმულებში ეყოლებათ სიცოცხლის ბოლომდე და ა.შ. და ა.შ. ამან კი გამახსენა ერთი ძველი ამერიკელის ამბავი. ამ ამერიკელს ერქვა ჯეფერსონ დევისი და ის იყო ამერიკის კონფედერაციული შტატების პირველი და ერთადერთი არცეული პრეზიდენტი, აი, ამერიკის სამოქალაქო ომის მეორე მხარეს ვინც იდგა ის.

ომის დასრულებისას, რა თქმა უნდა, დევისიც დააპატიმრეს 1865-ში, აპირებდნენ სამოშობლოს ღალატის მუხლით გაესამართლებინათ, თუმცა კონსენსუსს ამ საკითხზე ვერ მიაღწიეს (სამშობლოს ღალატის მუხლით სამხრეთელებიდან არავინ გაუსამართლებიათ, სხვათა შორის) და საბოლოოდ ორწლიანი პატიმრობის შემდეგ დევისი გირაოთი გაათავისუფლეს, საბოლოოდ კი ამნისტია შეეხო 1868-ში საშობაოდ და სულ ეს იყო. სიცოცხლის ბოლომდე პატივსაცემ ადამიანად დარჩა, იყო სხვდასხვა კომპანიების პრეზიდენტი, უნდოდა სენატორად კენჭისყრა, მაგრამ ახალი შესწორებით რომელიც ამერიკის ერთგულების ფიცის დამრღვევებს უკრძალავდა მსგავს საქმიანობას, მას ამის უფლება არ მისცეს.

მთავარზე დევისის დასაფლავების ფოტოა.
პ.ს. დევისი ბოლომდე დარწმუნებული იყო რომ კონფედერაციის შექმნით ა.შ.შ. კონსტიტუცია არ დაურღვევია.
პ.პ.ს. კონფედერაციის პრეზიდენტი ირჩეოდა ექვსი წლით და მხოლოდ ერთჯერადად. ამ დროს აშშ- ში ჯერ არ იყო ორვადიანი შეზღუდვა.

გიგა ნასარიძე

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

«ეს ორი პატრიოტი ბოღმა პოლიტიკოსების სიბოროტის და უვიცობის გამო სხედან ციხეში!» — სერგი კაპანაძე

,,ერთმორწმუნე» რუსეთის გაკვეთილები

Joni Kvaracxelia

ივანიშვილმა დაგვანახა გასაოცარი დემოკრატიის 8 წელი და მართლაც გააოცა ევროპა — შეასრულა ერთადერთი პირობა!

დატოვე კომენტარი