სხვადასხვა

«ჯერ ერთი ძმისშვილი მომისვენეს, ახლა ძმაზე მითხრეს რომ სამაშველო სამსახურმა იპოვნაო»-დეტალები თუშეთის გზაზე მომხდარი ტრაგედიიდან

უბედური შემთხვევა თუშეთის გზაზე,  სადაც სატვირთო ავტომობილი გზაზე დაგორდა და ხევში გადავარდა. გარდაიცვალა 5 ადამიანი, მათ შორის 3 ერთი ოჯახის წევრია, მამა და 2 შვილი.

ავარიის დროს დაშავებული მოქალაქეების ოჯახის წევრები არ გამორიცხავენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ტრანსპორტის გაუმართაობამ გამოიწვია.

«მანქანის გაუმართაობას ბრალდება თითქოს ყველაფერი. ზოგი გადმოცვივდა, ერთმა მოასწრო გადმოხტომა და დანარჩენები გადაყვნენ თან. პირველად წავიდა მაგ მანქანით და ეტყობა არ იყო კარგად გამართული. ეტყობა ცუდი ასასვლელი ყოფილა და იქ ვერ გადასულა, დააგორა უკან. ვინც მოასწრო გადმოცვივდნენ, ვინც არა და ჩაჰყვა თან» — ამბობს ერთ-ერთი დაშავებულის ახლობელი.

«ჯერ ერთი ძმისშვილი მომისვენეს, ახლა ძმაზე მითხრეს რომ სამაშველო სამსახურმა იპოვნაო და გურჯაანის პროზექტურაში გადაასვენეს და შუათანა ბავშვს, ლევანის ეძებს სამაშველო სამსახური და რას იზავენ არ ვიცი. ჯერ ერთი, გზების გაუმართაობა, მეორე ალბათ მანქანის გაუმართაობა და მძღოლის შეცდომა. აბა რა იქნებოდა სხვა იქ,“ — განაცხადა  ერთი-ერთი დაღუპულის ძმამ.

 

Loading…

მსგავსი პოსტები

ირანელი მომღერალი ქართველებს აგინებს:»ჯორჯისტანში მარიხუანა რომ მოვწიო ქართველებმა რა @ლე უნდა მომჭამონ?»(ვიდეო)

ხიდაშელს ინტერვიუს ჩაწერის დროს მანქანა დაეჯახა (ვიდეო)

roma sajaia

32 წლის ქალი, რომელიც საირმეში სასტუმროდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი