განცხადებებიკრიმინალი

ჯერ ახალგაზრდა მამაკაცი მოკლა, მერე მისი ცოლი გაიტაცა და მიიმალა-ბრალდებულს უვადო პატიმრობა ემუქრება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ვარკეთილის დასახლებაში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებისთვის  1989 წელს დაბადებული ც.გ.  დააკავა. არსებულ  ინფორმაციას შსს ავრცელებს:

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, ღამით, შურისძიების ნიადაგზე, 1977 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს, მისსავე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიყენა, მკვლელობის დროს სადარბაზოში შემთხვევით შესული 1970 წელს დაბადებული ლ.ქ. კი დაჭრა. ამის შემდეგ, ც.გ.-მ გ.ფ.-ს მეუღლე – 1985 წელს დაბადებული თ.ბ. გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მასთან ერთად მიიმალა.

მიყენებული ჭრილობის შედეგად, გ.ფ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ლ.ქ. დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი სამკურნალო დაწესებულებაში. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

სამართალდამცველებმა გატაცებული ქალი მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში, მნათობის ქუჩის ტერიტორიაზე იპოვეს. თ.ბ.-ს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც იგი გადაიყვანეს სამკურნალო დაწესებულებაში შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების, მისი შენახვა-ტარებისა და სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, 19-109 მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“, – საუბარია შსს-ს განცხადებაში.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«ვაპირებთ, რომ მესამედაც გავიმარჯვოთ არჩევნებში 2020 წელს…»-ზაქარია ქუცნაშვილი

«მთელი ეს ორი წელი, ყველაზე მეტად ის მტანჯავს, რომ…»-რას აქვეყნებს სააკაშვილი?

roma sajaia

«საქართველოში 2019 და 2020 წლებში სახელმწიფო პენსია 20-20 ლარით გაიზრდება»-მამუკა ბახტაძე

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი