კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
„12 წლის განმავლობაში რუსული ჯარები უკანონოდ იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე. შედეგად, ათასობით ქართველი იყო გამოდევნილი საკუთარი სახლებიდან და მიწიდან. ნატო კვლავ განაგრძობს საქართველოს აღიარებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“, – აცხადებს ჯეიმს აპატურაი.
Loading…