კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ მოსახლეობას მოუწოდა, ახალი კოვიდაფეთქების თავიდან აცილების მიზნით სიფრთხილე გამოიჩინონ. „ფხიზლად უნდა ვიყოთ. არავის სურს კიდევ ერთი კარანტინი, ეკონომიკის დახურვა და მეორე დიდ ტალღასთან გამკლავება“, — განაცხადა ჯასტინ ტრუდომ გასული დღე-ღამის განმავლობაში კანადაში კორონავირუსის 1 606 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 133 748 შემთხვევა დადასტურდა.
Loading…