განცხადებები

ჯარისკაცი ვაზიანზე ცუდად გახდა და ლაზარეთში შეყვანისას გარდაიცვალა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციით სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 44-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე გეგმური სწავლებისას შეუძლოდ გახდა და ლაზარეთში შეყვანისას გარდაიცვალა.

«საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ მამუკა ხარაზიშვილის (11.02. 1989) გარდაცვალების გამო.

სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 44-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე ვაზიანის პოლიგონზე გეგმიურ სწავლებებს გადიოდა. კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გამთენიისას შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის მე-4 ბრიგადის ლაზარეთში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ლაზარეთში შესვლისას გულის გაჩერება დაფიქსირდა. სამხედრო მოსამსახურეს გულ-ფილტვის რეანიმაცია ჩაუტარდა, თუმცა კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გარდაიცვალა», — აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

Loading…

მსგავსი პოსტები

მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვდგავართ აზერბაიჯანელი ძმების მხარეს-რეჯეფ თაიფ ერდოღანი

დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი ნაჯახით მოკლა-შსს განცხადებას ავრცელებს

პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს თუ ოპოზიცია პარლამენტში შევა(ვიდეო)

roma sajaia

დატოვე კომენტარი