ფულადი ჯარიმები იზრდება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის.
პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის მიხედვით, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე სანქციები მკაცრდება.
კერძოდ, თუ საგზაო მოძრაობის მონაწილის (გარდა მძღოლის) ქმედება არღვევს კანონის მოთხოვნებს, უგულებელყოფს საგზაო ნიშნებს ან მარეგულირებელი სიგნალების ინსტრუქციებს, ჯარიმა 10 ლარის ნაცვლად 50 ლარამდე იზრდება.
იმავე დარღვევის განმეორებით ჩადენა 20 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმდება.
გარდა ამისა, თუ კანონის მოთხოვნა ირღვევა ავტომაგისტრალზე ან საერთაშორისო/შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე, სანქცია 100 ლარს შეადგენს, განმეორების შემთხვევაში კი — 200 ლარს.