ვაქცინის საკითხზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საკონსულტაციო ჯგუფი დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებს ან მათ, ვინც ინაქტივირებული ვაქცინა გაიკეთა, ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის მიღებას ურჩევს.
იმუნიზაციის საკითხზე ექსპერტთა სტრატეგიული საკონსულტაციო ჯგუფის (SAGE) ხელმძღვანელმა, ალეხანდრო კრავიოტომ განაცხადა, რომ ახალი მონაცემები ცხადყოფს, რომ ვაქცინების ეფექტურობა დროთა განმავლობაში მცირდება, განსაკუთრებით ხანდაზმულებში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის დეპარტამენტის დირექტორმა, კეიტ ობრაიენმა განაცხადა, რომ ბოლო დოზის მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში ვაქცინები კარგ დაცვას უზრუნველყოფენ.
Loading…