სოცქსელი

“ჯანდაცვის სისტემა კორუფციის ისეთ გველეშაპად იქცა… სამედიცინო მაფია უნდა განადგურდეს!”

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით ნებიერიძე,  სოციალურ ქსელში ჯანდაცვის სისტემაში არსებულ კორუფციაზე წერს:

“ჯანდაცვის სისტემა კორუფციის ისეთ გველეშაპად იქცა, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოებას უქმნის რეალურ საფრთხეს. ფარმაცევტული კორპორაციები ამ სფეროს უმაღლესი რანგის ჩინოვნიკებთან მაფიოზური გარიგებებისა და სფეროს მონოპოლიზაციის ხარჯზე უმოწყალოდ ძარცვავენ და ითვისებენ არა მარტო ბიუჯეტის ლომის წილს, არამედ პარაზიტირებენ საზოგადოების ყველაზე დაუცველ ნაწილზე და ძარცვავენ მათ. ამიტომ, დაუნდობელი და ნამდვილი ომი უნდა გამოუცხადოთ ამ დანაშაულებრივ სისტემას და იქ მოკალათებულ მაფიოზებს.

უმორჩილესად გთხოვთ ყველა მოქალაქეს, ვინც დაზარალდით ამ სისტემის გამო, ვისაც გაქვთ ინფორმაცია ნებისმიერი სახის დარღვევებზე, სიმახინჯეებზე, კრიმინალურ გარიგებებზე, აშკარად კორუფციულ გარიგებებზე, მომაწოდეთ ეს ინფორმაცია პირადად. სამედიცინო მაფია უნდა განადგურდეს!”-წერს დავით ნებიერიძე

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

“გამოვთქვამ ღრმა შეშფოთებას…ჩვენს მეგობრებს კი უმორჩილესად ვთხოვ, მოახდინოს რეაგირება”-ნიკა გვარამია

“ამოვიღებ ფეხბურთს საქართველოში სპორტის სახეობებიდან”-პრეზიდენტობის კანდიდატი

“ვიცოდი ეს მაშინაც, 15 წლის უკან და ცრემლები მახრჩობდა…გროზნოში ვიპოვე მისი საფლავი და სწორედ მთაწმინდაზე დაიდო ბინა”

დატოვე კომენტარი