covid-19განცხადებებიმსოფლიოში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს გებრეიესუსი დონალდ ტრამპსა და მსოფლიო ლიდერებს მიმართავს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს გებრეიესუსი დონალდ ტრამპსა და მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, ნუ მოახდენენ კორონავირუსის კრიზისის პოლიტიზებას.

ჟურნალისტების კითხვას, დონალდ ტრამპის მხრიდან კრიტიკაზე ჯანმოს დირექტორმა უპასუხა:

„თუ არ გსურთ უფრო მეტი სიკვდილიანობა, თავი შეიკავეთ პოლიტიზებისგან. კორონავირუსის თემის პოლიტიზება კარანტინში მოათავსეთ“.

მისივე თქმით, ამ თემის პოლიტიზება ცეცხლთან თამაშის ტოლფასია და ყველა სახელმწიფო, მათ შორის აშშ და ჩინეთი, ერთობლივად უნდა მოქმედებდნენ კორონავირუსთან ბრძოლაში.

თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბიუჯეტში შენატანის გაკეთების შეჩერების საკითხს შეისწავლის.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

სააკაშვილი ძალიან მძიმედაა- ვალერი გელბახიანი

ივანიშვილის სკანდალური ინტერვიუ, სადაც ის აცხადებს, რომ «რუსთავი2» ქიბარ ხალვაშის არასოდეს ყოფილა (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

«პლუტონი, ინფექციების მმართველი პლანეტა, შეერთდა სატურნთან, დამსჯელ პლანეტასთან, უხანის თავზე»-ცაგარელი კორონავირუსზე (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი