განცხადებები

«ხშირად მიგვრძნია, რომ ჩემს უკან ვიღაც დგას და ეს არის ღმერთი»-ლევან რატიანი

«ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა გგონია, რომ აზრი არ აქვს, მაგრამ ხშირად ყოფილა, ასევე, მომენტი გულ-ფილტვის რეანიმაციის ჩატარების შემდეგ გულის მუშაობა აღმდგარა. ხშირად ყოფილა მომენტი, რომ გვიფიქრია, ამას წინად გვყავდა 101 წლის ქალბატონი, როცა გვიფიქრია რატომ გადავიყვანეთ აპარატზე, ეს ხომ ჩემი ბრალია. მან ცხოვრება დაასრულა ფიზიოლოგიური მაგრამ დამდგარა მომენტი, რომ ეს ქალბატონი გაგვიწერია.

ბევრი რამ ხდება ისეთი, რაც ორჯერ ორი ოთხი არ არის, განსაკუთრებით რეანიმაციაში, რადგან ყველა სიცოცხლესთან ვიბრძვით ბოლომდე.

როდესაც დგება პაციენტთან მომენტი, გული ჩერდება, მილოცია, რომ ღმერთო, ოღონდ ამ წუთში გადამირჩინე… და ასეც მომხდარა, რადგან არის ძალა, რომელსაც ქვია ღმერთი, რომლის საშუალებითაც აკეთებ ამ ყველაფერს.

რომ არა ეს ძალა, ვერ იქნება ვერანაირი მიღწეული შედეგი ვერც ექიმისთვის და პაციენტისთვის და ეს ხშირად მიგვრძნია, რომ ჩემს უკან ვიღაც დგას და ეს არის ღმერთი»-განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა  ლევან რატიანმა „პულსი-TV“-სთან მიცემულ ინტერვიუში.

Loading…

მსგავსი პოსტები

ამაყი ვარ, რომ ევროკომისიამ 8 ნოემბერს გაუწია რეკომენდაცია პოტენციურ წევრ სახელმწიფოებს — პაველ ჰერჩინსკი

Joni Kvaracxelia

«ღარიბაშვილის შემოსვლით, კალაძე და ირაკლი კობახიძე ჩამოშორდებიან პარტიას»

«ჩვენ სკოლიდან ღმერთი გავაძევეთ! სკოლა დღეს დახურულია. მშობლებს არ გიშვებენ სკოლაში!»-ბავშვთა ფსიქოლოგი

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი