ხორვატიაში უზარმაზარი ორღანია, რომელზეც მხოლოდ ზღვა უკრავს. უბრალოდ მოუსმინეთ! (ფოტო/ვიდეო)

0
1762

ზღვის ხმები იტაცებს და ჰგავს მელოდიურ მუსიკას — დამამშვიდებელი და ნაზი, დედის «ნანას» მსგავსი. კარგად, რომ მოუსმინოთ, ზღვა მღერის თავისებურად და რატომ არ უნდა ვასწავლოთ მას ორღანზე დაკვრა? საინტერესო იდეა, რომელიც ხორვატიის ინჟინრებს გაუჩნდათ.
ქალაქ ზადარში, ზღვის მთელი სანაპირო მოპირკეთებულ იქნა მუსიკალური ორღანით.

საოცარი ნაგებობა, რომელიც ადრიატიკის ზღვის ტალღებს ლამაზ მელოდიებად აქცევს. უბრალოდ მოუსმინეთ მსოფლიოს ახალი საოცრების «სიმღერას»!
70 მეტრიანი მოწყობილობა მდებარეობს სანაპიროს გასწვრივ და დამზადებულია ქვის კიბის სახით. საფეხურებში სპეციალური ხვრელებია, სადაც ტალღები ხვდება და ზღვის შხაფი უბერავს. ხვრელები გადადიან სპეციალურ სიცარიელეში, რომლებიც რეზონანსდებიან და ხმაურს მუსიკად აქცევენ.

ზადარში «ზღვის ორღანი» გაიხსნა 2005 წელს და მას შემდეგ ის გახდა ძალიან პოპულარული ტურისტებისთვის. საოცარი «ზღვის ორღანი» (Morske orgulje) დააპროექტა არქიტექტორმა ნიკოლა ბაშიჩმა.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ