ხობში ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა

0
228

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

თბილისი-სენაკი-ზუგდიდის ცენტრალური ავტომაგისტრალის შუა ხორგას მონაკვეთზე ტოიოტა „პრიუსის“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე მეათაკლასელ ბიჭს დაეჯახა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ