განცხადება/მიმართვა

ხმების ფართომასშტაბიანი ყიდვა,ზეწოლა, დაშინება-თერთმეტი ევროპარლამენტარის ყველაზე კრიტიკული წერილი საქართველოს

საქართველოში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით,  თერთმეტი ევროპარლამენტარი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინს მიმართავს.

წერილში საუბარია საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომ  ეუთო-ს ანგარიშზე აღნიშნული უმწვავესი საკითხები, 1991 წლის შემდეგ ყველაზე კრიტიკულია.

„არჩვენების შემდეგ შედგენილ ანგარიშში მთავარი შეშფოთების საგანია ხმების ფართომასშტაბიანი ყიდვა, არჩევანის გამო შურისძიების შიში, ასევე, საჯარო მოხელეებზე ზეწოლა და დაშინება. მეტიც, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ანგარიშში საუბარი იყო არჩევნების კონტექსტში ზეწოლასა და დაშინებაზე, განსაკუთრებული შემთხვევა კი ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორზე, ია კერზაიაზე პოლიტიკური ზეწოლა იყო, რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე მას ინსულტი დაემართებოდა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია“

„პოლიტიკურ სტაბილურობასა და ცივილიზებული პოლიტიკური კონკურენციის უზრუნველყოფას, განსაკუთრებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ფონზე, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ყველაზე სანდო ორგანიზაციებმა, როგორიცაა ვენეციის კომისია, საქართველოს სანდო სადამკვირვებლო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, როგორიცაა „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ მთავარ სისტემურ პრობლემად საქართველოს შერეული საარჩევნო სისტემა დაასახელეს. მოქმედი მთავრობის გადაწყვეტილებამ, რომ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედება 2020 წლის ნაცვლად 2024 წლისთვის გადავადდეს, ყველა დაინტერესებული მხარის მხრიდან დიდი კრიტიკა გამოიწვია, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოებაში. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, პრაქტიკულად ყველა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ და სანდო სამოქალაქო საზოგადოებამ მოუწოდეს მთავრობას, ჩართულიყო დიალოგში უკვე 2020 წლის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კომპრომისის მისაღწევად. გვჯერა, რომ ამ მიმართულებით მსგავსი დიალოგი და საბოლოო კომპრომისი გარდაუვლად შეამცირებს საქართველოში არსებულ უკიდურეს პოლარიზაციას.

მაშასადამე, ჩვენ მოგიწოდებთ, ზეწოლა მოახდინოთ საქართველოს მთავრობაზე, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან კონსტრუქციულ დიალოგში ჩაერთოს“, – აღნიშნულია ევროპარლამენტარების წერილში.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

“ანტიქართული ქმედებები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი თავის პოლიტიკოსებთან ერთად აწარმოებს იქნება დასჯადი-მამუკა ხაზარაძე

roma sajaia

საგანგებო მდგომარეობა ისრაელში-საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ ქართველებს მიმართავს

ზუგდიდში ნიკა მელია ჩანაცვლდა სანდრა რულოვსით … მე ვიცი რომ ამაზე ფიზიკური დაპირისპირებაც  მოხდა – ღარიბაშვილი “ნაციონალურ მოძრაობაზე”

დატოვე კომენტარი