პროტესტი

ხმაური იყო გვიან ღამით ისანში

ხმაური იყო გვიან ღამით ისანში, ნავთლუღის ქუჩაზე — ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლის შენობაში მცხოვრები 230-მდე ოჯახი — მათ შორის სოციალურად დაუცველები და დევნილები, ბინების დაკანონებას ითხოვდნენ. ამის გამო მათ გზის გადაკეტვაც სცადეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.

მათი მთავარი მოთხოვნა იმ ბინების საკუთრებაში გადაცემაა, რომლებშიც 2012 წლიდან ცხოვრობენ. თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ისინი აქციების გამართვას კვლავ გეგმავენ. ადგილზე იმყოფებოდა გამგეობის წარმომადგენელი, ის სოციალურად დაუცველ და დევნილ ოჯახებს დახმარებას დაჰპირდა. აქციის მონაწილეები ისნის გამგებელთან და თბილისის მერთან შეხვედრასაც ითხოვენ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ჰონ-კონგში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გრძელდება

Joni Kvaracxelia

“Nli” იმერეთისა და აბაშის გუნდებმა აქციები გამართეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა წყვეტს საპარლამენტო მუშაობას

დატოვე კომენტარი