საინტერესო

ხის ვედრო, რომელიც ომის დაწყების მიზეზი გახდა

იცოდით, რომ შუა საუკუნეების ერთ-ერთი სისხლიანი ბრძოლა უბრალო ხის ჭურჭლის გამო მოხდა?
ხის ვედრო, რომლისთვისაც ბრძოლა მოხდა 1325 წელს, ქალაქ-სახელმწიფოებს ბოლონიასა და მოდენას შორის. ეს ბრძოლები თარიღდება 1155 წლით, როდესაც, წმინდა რომის იმპერიის გვირგვინი დაიდგა ფრედერიკ ბარბაროსამ, გადაწყვიტა იტალიის დამორჩილება. რომის პაპი კი კატეგორიული წინააღმდეგი იყო. სავაჭრო კავშირები, ქალაქ-სახელმწიფოები და საგვარეულო კლანები გაიყო გელფებად, რომლებიც მხარს უჭერდნენ წმიდა სამეფო კარს და გიბელინებად — იმპერატორის დამცველები. ეს ომი განსხვავებული წარმატებებით გაგრძელდა 1529 წლამდე.

საიმპერატორო მოდენასა და პაპის ბოლონიას შორის მანძილი 50 კილომეტრზე ნაკლები იყო. ისინი ხშირად ჩხუბობდნენ, რასაც ომს ვერ დავუძახებღ.

ერთ ღამეს გიბელინის რაზმი შემოვიდა ბოლონიაში, რათა დაესაჯათ ქალაქი მათი მეურნეობის ძარცვის გამო. მათ ძვირფასეულობა წაართვეს და მუხის ვედროში ჩაყარეს, რომელიც ჭასთან იდო. ყველაფერი, რაც მოიპარეს, ადამიანების კერძო საკუთრება იყო, მაგრამ ვედრო — ქალაქის საზოგადოებრივ საკუთრება. ბოლონიამ მოითხოვა ვედროს დაბრუნება, თუმცა მოდენამ უარით გაისტუმრა. ასე, რომ დაიწყო…

ვედროზე კამათი გახდა საფუძველი დაწყებულიყო საბრძოლო მოქმედებები, რომელიც 1325 წლის 15 ნოემბერს დაიწყო ზაპოლინოს ციხესთან. მოდენას მხარს უჭერდნენ მანტუა, ფერარა და ვერონა, მათ გამოიყვანეს 5 ათასი ქვეითი ჯარისკაცი და 2 ათასი ცხენოსანი. ბოლინიას დასახმარებლად კი ფლორენციიდან და რომაგანიდან გამოიყვანეს 2 ათასი ცხენოსანი და 30 ათასი ქვეითი ჯარისკაცი. ბრძოლის დასრულების შემდეგ საბრძოლო ველზე 2000-ზე მეტი დაღუპული  დარჩა. მოდენამ მოიგო ბრძოლა ძვირფასი ხის ვედროს დასაცავად.

ომის დასრულების შემდეგ ქალაქებმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო ზავს. ბოლონიამ მოდენის მმართველისგან გამოისყიდა ყველა ციხესიმაგრე და მიწა. გამოდის, რომ ხის ვედრო გახდა გებელინების ერთადერთი საომარი ტროფეი. ამჟამად გამოფენილია გამარჯვებული მოდენის ტაძრის სამრეკლოში.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ჟურნალმა Time- მა წლის ადამიანად შვედი სკოლის მოსწავლე გოგონა დაასახელა

Joni Kvaracxelia

პლანტილისტი მიგელ ენდარო

Joni Kvaracxelia

«მაიმუნი ტიაუ — სახალხო კანდიდატი»

დატოვე კომენტარი