სოცქსელი

«ხვალ 12 საათზე დამიბარეს ტელევიზიის გვერდით, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, საქალაქო სასამართლოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ბრალის წასაყენებლად»

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის» ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა  ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ ხვალ სამართალდამცავები მისთვის ბრალის წაყენებას აპირებენ:

„მეგობრებო გთხოვთ გააზიაროთ პოსტი ყველამ და ამით დაინახონ რომ არ ვარ მარტო !

მაშინ როცა უბრალო ადამიანები, არასამთავრო სექტორი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი და თითქმის ყველა გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია დღევანდელ ქართულ მართლმსაჯულებას «აგინებს», მასში კორუფციულ და კლანურ მართველობაზე პირდაპირ მიუთითებს…

თურმე მხოლოდ მე ავღმოჩნდი მსოფლიოში ერთადერთი პირი, რომელმაც ამ უსამართლო ქართულ სასამართლოს მივაყენე შეურაცხყოფა.

ამიტომაც ხვალ 12 საათზე დამიბრეს ტელევიზიის გვერდით, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, საქალაქო სასამართლოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ბრალის წასაყენებლად..

როგორც ჩანს, ივანიშვილი ვერ ეგუება ჩემს თავისუფლებას….

მან ზუსტად იცის, რომ ჩემი გარეთ ყოფნა მისი მმართველობის ხანმოკლეობის პირდაპირ პროპორციულია, ამიტომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო!

მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს, გულშემატკივრებს, ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სამართლიანობა ქვეყანაში…

ხვალ, 12 საათზე, ვაკე-საბურთალოს სამმართველოსთან, დავდგეთ ყველა ერთად სისტემის წინააღმდეგ!“ — წერს ზვიად კუპრავა.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«ქალბატონო პრეზიდენტო…მოღლიცინეებს, ცოტა ძაან გოიმებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ»-მამა პეტრე

ძლიერი სეტყვა ასპინძაში (ვიდეო)

«ამ საქციელს რა ქვია, ეს არის ხომ ერის დაცვა და ბრძოლა სამშობლოს გადარჩენისთვის…»-პეტრე კოლხი

roma sajaia

დატოვე კომენტარი