განცხადება/მიმართვა

ხვალ პარლამენტი მესამე მოსმენით მიიღებს კანონს-კობახიძე

„ხვალ საქართველოს პარლამენტი იმოქმედებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად და მესამე მოსმენით მიიღებს კანონს, რომელიც გარედან თავსმოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დასრულებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს,

ქართული საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც პოლიტიკური უმცირესობის დღის წესრიგს მიყვება, მინდა შევახსენო, რომ წაუკითხავი კანონის გაპროტესტება არის უპასუხისმგებლობა ქვეყნის და საზოგადოების წინაშე.
ამასთან, არანაკლებ დიდი უპასუხისმგებლობაა იმის თქმა, რომ საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი კანონიც არ უნდა მიიღოს, თუ ამას გარედან აგვიკრძალავენ…
არ შეიძლება ქვეყანა მუდმივად ცდილობდეს გარედან თავსმოხვეული და უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული ე.წ. პოლარიზაციისა და რადიკალიზმის წესრიგში”-  განცხადა პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში.

მსგავსი პოსტები

“ლელო საქართველოსთვის” ვაჟა ექიმის გათავისუფლებას გამოეხმაურა

“ვერ გაგიწევენ სათანადო დახმარებას თქვენი მონა-მსახური კოლაბორაციონისტი და გამყიდველი ქართველები”-დეკანოზი ილია ჭიღლაძე

ევროპული საქართველო ქვეყნის მთავარი პროკურორის პოსტზე შალვა შავგულიძის კანდიდატურას წარადგენს

დატოვე კომენტარი