დღეს, სტუდენტების ინიციატივით განახლდა ხელმოწერების შეგროვება რუსთაველის მეტროსთან. ხელმოწერები გროვდება თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნაზე. სტუდენტებთან ერთად იმყოფებოდა თავად შვილმკვდარი მამაც, მალხაზ მაჩალიკაშვილი. ამ აქციას შეუერთდა არასამთავრობო ორგანიზაცია ” ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის” მანანა ანდღულაძის ხელმძღვანელობით. როგორც ქალბატონი მანანა ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავს უახლოეს მომავალში, ხელმოწერების შეგროვდება დაიწყება თბილისში, სხვადასხვა ლოკაციებზე.

Loading…
