დღეს პარლამენტში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. დეპუტატები «ევროპული საქართველოს» მიერ მომზადებულ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მასალებს განიხილავდა. მმართველი გუნდის და ოპოზიციური პარტია ერთმანეთს საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე მსჯელობისას დაუპირისპირდნენ. ვითარების განმუხტვის მიზნით მანდატურის ჩართვა გახდა აუცილებელი.