მაშ ასე, ქოცების მიერ შარლ მიშელის დოკუმენტიდან გასვლა მნიშვნელოვანწილად განპირობებულია იმ მოტივით, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებს დაუკარგონ რეფერენდუმის მნიშვნელობა, რითიც მკვეთრად დააგდებენ მოქალაქეების არჩევნებზე მოსვლის მაჩვენებელს. ზუსტად ეს მაჩვენებელი უნდა ყოფილიყო ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხების განმსაზღვრელი ფაქტორი — არჩევნებზე მოსული მოქალაქეების უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობა.
თუ ოპოზიციის მხარდამჭერ მოქალაქეს არჩევნების დროს არა აქვს გამძაფრებული განცდა, რომ მისი მონაწილეობით ქვეყანაში იცვლება ხელისუფლება და შესაბამისად უკეთესობისკენ შეიცვლება მისი ცხოვრება, ის არ მოდის არჩევნებზე.
არავის აქვს მოლოდინი, რომ მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ოპოზიციური წარმომადგენლების სათანადო რაოდენობით შეყვანით და სულ რამოდენიმე თვითმმართველი ქალაქის მერის სავარძლის მოპოვებით ქვეყანაში ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება რიგითი მოქალაქეებისთვის.
2 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების მთავარი სტიმულატორი ამომრჩევლებისთვის იყო რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის იდეა, რაც საქართველოს მოქალაქეებს უხსნიდა გზას უკეთესი მომავლისკენ და ფუნდამენტური ცვლილებებისკენ. რაც ეგზისტენციალური მნიშვნელობის მიზანია.
ამიტომ, ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ დაუბრუნოს თავის ამომრჩეველს ეს მიზანი და ეს იდეა! წინააღმდეგ შემთხვევაში მარცხის ალბათობა უაღრესად მაღალი იქნება.
გთხოვთ მიიღოთ ხელმძღვანელობისთვის.
დავით ნებიერიძე