“ხელისუფლებას შემოაქვს დაჩქარებული წესით განსახილველად კანონპროექტი”

0
286

საქართველოს პარლამენტის წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, რომან გოცირიძე ერთობ საინტერესო პოსტს აქვეყნებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. სრულ ტექსტს გთავაზობთ უცვლელად:

“ხვალ, პარლამენტის ბიუროზე, ხელისუფლებას შემოაქვს დაჩქარებული წესით განსახილველად კანონპროექტი, რომელიც ფაქტობრივად აუქმებს პარლამენტის როლს საგანგებო მდგომარეობის პირობებში. ყველა ძირითადი უფლება, რაც აქვს პარლამენტს საგანგებო მდგომარეობისას, გადაეცემა მთავრობას-ადამიანის უფლებების შეზღუდვით დაწყებული, ქონების ჩამორთმევით დამთავრებული. მაგალითად, წაართმევს “აირზენას” თვითმფრინავს და გამოიყენებს “სახელმწიფოებრივი საჭიროებისათვის”, როგორც ეს განაცხადა გახარიამ ორი თვის წინ.

ნახეთ, როგორ გამოიყურება ეს ნორმა ამ კანონპროექტში:

-“საკარანტინო ღონისძიებები − ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში, აგრეთვე ღონისძიებები, რომელიც გულიხსმობს საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, უკანონო მიგრაციის/საერთაშორისო დაცვის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას და რომელიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად”.

ამას ყველაფერს გააკეთებს მთავრობა, პარლამენტის თანხმობის გარეშე.

მოკლედ, მინიდიქტატურაა. თუმცა, რაღა მინი:(( ” – წერს რომან გოცირიძე.

Paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ