«ნაციონალური მოძრაობის» წევრმა, დეპუტატმა ნიკა მელია თანაგუნდელი დავით კირკიტაძის გათავისუფლებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ვეღარ გაუძლო წნეხს.
«ჩვენ ვსაუბრობდით, რომ დათო კირკიტაძის მიერ ჩადენილი ქმედება, რომელსაც ედავება პროკურატურა და სასჯელი, რომელიც დააკისრეს, არის დისპროპორციული მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს უამრავი მაგალითები, ჯაჭვით ცემდა მოქმედი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ქვეყნის მოქმედ სპორტსმენს ტატამზე თან ქვეყნის მთავარ სპორტის სასახლეში და მას წინასწარ პატიმრობაზეც კი არ უშვებ. როდესაც უამრავი სხვა მოძალადე და დამნაშავეები გყავს, პოლიტიკოსი, რომელიც უკანონოდ აღკვეთილ გადაადგილების საშუალების დროს ცდილობდა, გზა გაეწმინდა და შენ წინასწარ პატიმრობაში უშვებ, შესაბამისად, ეს არ არის დისპროპორციული სასჯელი. დავით კირკიტაძე გახარიას პატიმარი იყო, რადგან მშვენივრად იცოდა გახარიამ და ივანიშვილმა დათო კირკიტაძის ფასი», — განაცხადა ნიკა მელიამ.