პარტია ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ ჟურნალისტებთან საურისას, ემიგრანტების შესახებ ისაუბრა, საქმე ეხება საპარალმენტო არჩევნებზე მათ შესაძლო მონაწილეობას.
«ქართული ოცნების ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ, ემიგრაციის წინააღმდეგ კიდევ ერთი, ახალი ფორმის ტერორი დააანონსა, მათი სრული წაშლით ქართული ეროვნული სიიდან — არამხოლოდ საქართველოს აღრიცხვიდან, რასაც ქართული ოცნება ეწევა, უკვე წლების განმავლობაში [როდესაც არ აღრიცხავს ჩვენს ემიგრაციას, როდესაც ცდილობს, რომ წაშალოს ისინი ჩვენი ეროვნული რიცხვიდან, ჩვენი მოქალაქეთა სიიდან], არამედ ახლა, უკვე საკონსულო აღრიცხვებიდან, სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ეს ემიგრანტები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და აძლევდნენ ხმას.
ეს ადამიანები, წლების განმავლობაში იყენებდნენ საკუთარ დემოკრატიულ უფლებას, რაც არის ხმის უფლება და ახლა, ამ რეპრესიულმა, ბოლშევიკურმა რეჟიმმა გადაწყვიტა ისინი დასაჯოს, საკუთარი მკაფიო პოზიციის გამო რუსული კანონის და რუსეთის მსახური ხელისუფლების წინააღმდეგ.
ყველა ემიგრანტს მინდა მოვუწოდო, საკუთარი გადაამოწმონ იმ სიებში, რომლებშიც შეიძლება აღარ იყვნენ საკუთარი პატრიოტიზმის და საკუთარი სწორი პოლიტიკების გამო.»