სხვადასხვა

ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილ 16 წლის მოზარდს 120 მეხანძრე-მაშველი ეძებს (ვიდეო)

ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში მეწყერში მოყოლილ 16 წლის მოზარდს მაშველები ამ დრომდე ეძებენ

«მეხანძრე-მაშველებმა აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მეწყერში მოყოლილი მესამე მოქალაქის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი ქალის ცხედარი მეწყრული მასიდან უკვე ამოტანილია. მანამდე, მეხანძრე- მაშველებმა მძიმე ტექნიკის დახმარებით ავტომობილი და ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

120 მეხანძრე-მაშველი და მძიმე ტექნიკა დაახლოებით 40 000 ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილ მოქალაქეების საძიებო სამუშაოებს 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ. ადგილზე დამატებით მობილიზებული არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და თავდაცვის სამინისტროს გამნაღმველები, რომლებიც მეწყრულ მასაში მოყოლილ ავტომობილს ეძებდნენ. საძიებო სამუშაოები, ასევე, მიმდინარეობს მდინარე სატეხიაში, საიდანაც გადავარდნილი ავტომობილი უკვე ამოღებულია, ხოლო მისი მძღოლი დაკარგულია.

გვიან ღამით, აჭარაში სპეციალური აღჭურვილობით ჩავიდნენ დამხმარე ძალები სამეგრელოდან, იმერეთიდან და თბილისიდან და 60 მეხანძრე-მაშველი სამუშაოებში ჩაერთო. ასევე, 2 ოქტომბერს, დილით, 50-კაციანი ჯგუფი შესაბამისი აღჭურვილობით დაიძრა თბილისიდან.

აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ «112»-ში 440 შეტყობინება შევიდა. შეტყობინებების უმრავლესობა ეხება დატბორილ ქუჩებს, საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებს, ეზოებს და სარდაფებს. რამდენიმე ადგილას, გზაზე, ჩამოწოლილია მიწის მასა, ჩახერგილია გზა, ადიდებულია მდინარეები და ღელეები.»-აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

Loading…

მსგავსი პოსტები

ლარმა გაუფასურების რეკორდი დაამყარა

«ფედერაციის პრეზიდენტმა სახალხოდ სცემა, დაამცირა და შემდეგ იძულებული გახადა ქვეყნიდან წასულიყო»-

roma sajaia

მიუხედავად რეგულაციების შემსუბუქებისა, «მზესუმზირა» მაინც დააჯარიმეს

დატოვე კომენტარი