ხაშურში ქმრის მიერ დანით დაჭრილი მეუღლის მდგომარეობა მძიმეა

0
315

როგორც ცნობილია გუშინ ხაშურში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სილამაზის სალონში  32  წლის მამაკაცმა საკუთარი 30 წლის მეუღლე  დანით  დაჭრ.

როგორც გაირკვა ქალს 7 ჭრილობა აქვს მიყენებული, ამჟამად ის კლინიკაში წევს და მისი მდგომარეობა მძიმეა.

«ახალი კლინიკის» დირექტორმა კახა ხელაძემ აღნიშნა, რომ ქალბატონს 7 ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული და მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, ახალგაზრდა ქალბატონს ჭრილობებბი, გულმკერდის და მუცლისღრუს არეში აღენიშნება, ექიმის განცხადებით ჩატარებულია ქირურგიული ოპერაცია და პაციენტი მოთავსებულია კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია 32 წლის მამაკაცი.

ფაქტები.ჯი

loading…


დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ