ხარტუმში, ოფიციალურ განცხადებამდე სუდანის პრეზიდენტის გადადგომას ზეიმობენ

0
377

სუდანის დედაქალაქ ხარტუმში, ოფიციალურად გამოცხადებამდე,  პრეზიდენტ ომარ ალ ბაშირის გადადგომას ზეიმობენ.

ხარტუმის მოსახლეობა გამოსულია ქუჩებში და დროშებით ხელში სკანდირებენ: „ჩვენ გავიმარჯვეთ“.

al-Mayadeen-ის ცნობით, არმიამ მიიღო გადაწყვეტილება ომარ ალ ბაშირის, მისი თანაშემწეებისა და მთავრობის გადაყენების შესახებ. თუმცა ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლებს არა აქვთ მსგავსი ინფორმაცია.

ტელეკომპანია al-Hadath-ის განცხადებით, დაკავებულია ქვეყნის თავდაცვის ექს-მინისტრი, მმართველი პარტიის „ნაციონალური კონგრესის“ თავმჯდომარე, ახმად ხარუნი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ალი უსმან ტახი პრეზიდენტის პირადი გვარდიის წევრებთან ერთად.

ფაქტები.ჯი

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ