სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს ხარება მიულოცა
„ყველას გილოცავთ ხარების დღესასწაულს. ეს არის ისეთი დიდი დღესასწაული, ხალხი ამბობს, რომ ფრინველიც, ჩიტიც ბუდეს არ იკეთებს, ადიდებს ღმერთს. დღეს ზეიმია სიყვარულისა და ყოველმა ჩვენგანმა სიხარული უნდა მიანიჭოს თავის ახლობლებს. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ღმერთმა და ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ. დიდება უფალს და მადლობა უფალს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, ღმერთმა დალოცოს და გაახაროს სრულიად საქართველო“, – განაცხადა საქართველოს პატრიარქმა.
Loading…
