ხადაში ხეობაში მაშველები უკვე მესამე დღეა დაკარგულ 4 წლის ბავშვს ეძებენ.
სამძებრო სამუშაოებში 50 მაშველია ჩართული.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა აღნიშნულ ფაქტზე განცხადება გააკეთა:
„ქართულ-ამერიკული ოჯახი, რომელიც ცხოვრობს მარნეულის რაიონში წამოსულები იყვნენ დასასვენებლად ხადას ხეობაში, კერძოდ, სოფელ წკერეზე. გაშლილი ჰქონდათ კარავი. შემდგომ როდესაც ოჯახის ახლობელსა და ამ ოჯახს შორის სატელეფონო კავშირი შეწყდა 112-ზე განახორციელეს ზარი და დაიწყო სამუშაოები ამ ოჯახის საპოვნელად. 6 ივლისს ნაპოვნი იქნა ქალის ცხედარი, 7 ივლისს ნაპოვნი იქნა მამაკაცის ცხედარი.“
ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.
https://www.facebook.com/rustavi2/videos/2051484658228942/