სხვადასხვა

ხადას ხეობაში სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა მალხაზ კობაურის დაცვაზე უარი განაცხადა

ხადას ხეობაში მომხდარ სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებული ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის გასაჯაროების შემდეგ, სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა მალხაზ კობაურის დაცვაზე უარი განაცხადა.

“ამ საქმეში ჩავერთე იმიტომ, რომ დამედგინა ჭეშმარიტება, ვინაიდან არასოდეს მოვრიდებივარ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას, მუდამ ვიბრძოდი და კვლავაც გავაგრძელებ ბრძოლას სამართლიანობისათვის, თუმცა რაც შეეხება ხადას ხეობაში მომხდარი ტრაგედიის საქმეს მე, როგორც თავისუფალი პროფესიის წარმომადგენელი ადვოკატი მივიჩნევ, რომ აღნიშნული საქმე უნდა გაგრძელდეს ჩემი მონაწილეობის გარეშე. წარმატებას ვუსურვებ ჩემს კოლეგას ან/და კოლეგებს ვინც გააგრძელებს მის დაცვას, ვინაიდან ყველა ადამიანს აქვს დაცვის უფლება მიუხედავად ბრალად წარდგენილი დანაშაულის სიმძიმისა.” – აცხადებს გირგვლიანი.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

„იგივე მდგომარეობა რომ განმეორდეს, თქვენ ფიანდაზებით შეხვდებით რუსის ჯარს“ -ასე მიმართა მოქალაქემ სალომე ზურაბიშვილს

Joni Kvaracxelia

აღდგომის ღამეს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები რამდენმა ადამიანმა დაარღვია?

“როცა გვშია მამიკოს არ ვეუბნებით, გვეშინია ცუდად არ გახდეს”-დედისგან მიტოვებულ ბავშვებს დახმარება სჭირდებათ (ვიდეო)

დატოვე კომენტარი