„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს, ამის მიზეზი კი მისი ჯანმრთელობის მადგომარეობაა.. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“მე მაქვს კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული, სამწუხროდ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იცის საზოგადოებამ ერთი თვის წინ განვითარებული მოვლენები. ჩემთვის, ცხადია, მძიმეა, თუმცა, ექიმების მკაცრი რეკომენდაციით, ჩემთვის 2-3 სამი თვის განმავლობაში აკრძალულია რეჟიმში მუშაობა. შესაბამისად, ვერ მივცემ თავს უფლებას, როცა არჩევნებამდე სულ რაღაც ოთხი თვეა დარჩენილი, პარტიის თავმჯდომარე არ იყოს ფუნქციური, არ იყოს 24 საათიან რეჟიმში. შესაბამისად, ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, თინა ბოკუჩავასთან კონსულტაციით, მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება.
მე რამდენიმე დღეში მოვიწვევ „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობას, სადაც შევთავაზებ ორ ცვლილებას, პირველი ეხება პარტიის თავმჯდომარეს. მინდა, ყრილობას შევთავაზო პარტიის თავმჯდომარედ თინა ბოკუჩავას კანდიდატურა, ასევე, მინდა, შევთავაზო ჩემი თავი, როგორც პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურა, რადგან პოლიტიკური საბჭო არ არის რუტინული საქმიანობა და შესაბამისად, ყველა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში ვიქნები ჩართული. მე მაქვს სურვილი, აგვისტოს ბოლოდან, ჯანმრთელი და ჯანსაღი შევეხიდო „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის უკვე ახალ თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას ამ ბრძოლაში და 24 საათიან რეჟიმში მოვემსახურო ჩვენს ხალხს ივანიშვილთან ბრძოლაში“-განაცხადა ხაბეიშვილმა.
