სოცქსელი

ხაბეიშვილი ჭყონიას მიმართ: ღირსება თუ ფული? არჩევანი ნათელია

ბოლო დღეების ერთ-ერთი ყველაზე მეტყველი ეპიზოდი — ბიზნესმენი თემურ ჭყონია მთავრობის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ეწვია. შეხვედრის ფოტოები, რომლებიც მედიაში მალევე გავრცელდა, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის არ იყო ჩვეულებრივი სტუმრობა: ბევრმა ეს აღიქვა როგორც სიმბოლური კადრი — მომენტი, როცა ფულმა გადაწონა ღირსება და პატრიოტიზმი.

როგორც პოლიტიკური კულუარებიდან ირკვევა, ჭყონიას, შესაძლოა, თავადაც არ სურდა ამ შეხვედრის ასეთი დემონსტრაციული ფორმით გაშუქება. მაგრამ გადაიღეს. «დასვეს» და საჯაროდ „გამოჭიმეს“. და სწორედ ეს «დასმა» გახდა დამამცირებელი სიმბოლო.

ღარიბ, კეთილსინდისიერ ადამიანს ხშირად თავისუფლება აქვს — ის ვერასდროს იქნება დამოკიდებული ფუფუნებაზე. ფულიანები კი, განსაკუთრებით საქართველოში, ხშირად ხდებიან საკუთარი ქონებისა და სტატუსის ტყვეები. არჩევანის წინაშე — ღირსება თუ კეთილდღეობა — ისინი, უმეტესად, მეორეს ირჩევენ.

ლევან ხაბეიშვილი, «ნაციონალური მოძრაობის» თავმჯდომარე, ღიად და მკაცრად გამოეხმაურა ამ ფაქტს. მისი სიტყვები არაერთ მედიასაშუალებაში არ მოხვდა:

«ირაკლი კობახიძესთან რომ დაჯექი თემურ, ის ადამიანი ყოველდღიურად პრორუსულ კანონებს აწერს ხელს, არის პრორუსული პარტიის ლიდერი და თუ ფულს უნდა შეწირო ღირსება, მაშინ არ მიკვირს ეს ქვეყანა სადაც არის. რა ვუთხრა ჭყონიას, თვითონ წერდა 2020-ში რომ ოცნება უნდა წავიდეს და დღეს კობახიძესთან ზის – ალბათ მართლა ფული აჯობებს ბევრისთვის ღირსებას…»

ხაბეიშვილის კომენტარი ასახავს იმ გაკვირვებასა და იმედგაცრუებას, რაც საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს დაეუფლა. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის გავლენა დღესაც ეფექტურად მოქმედებს დიდ ფულზე დამოკიდებულებზე. მაგალითისთვის საკმარისია გავიხსენოთ გილაურების ამბავიც — როგორ აიძულეს საჯარო პოზიციის შეცვლა და ნიკა გილაურს პოსტების გამოქვეყნება აუკრძალეს.

რუსი ოლიგარქის რეჟიმი შესანიშნავად იყენებს იმ ინსტრუმენტს, რასაც სიმდიდრის შიში ჰქვია. ეს შიში კი ღირსებას ხშირად განდევნის სცენის მიღმა.

დღეს საქართველო სწორედ წესიერი და კეთილსინდისიერი მოქალაქეების გადასარჩენია.

და ამიტომაც, აღარ უნდა გაგვიკვირდეს, როცა «ორ სკამზე მოთამაშე» ადამიანები მორიგჯერ „გადასხდებიან“ და საკუთარი კომფორტის შესანარჩუნებლად იმ ხალხს შეუერთდებიან, ვისაც პატრიოტიზმი მხოლოდ ლოზუნგად აქვს ქცეული.

მსგავსი პოსტები

„აპოკალიფსის ხუთი მხედარი“ ქართული ეკონომიკისთვის-დავით ნებიერიძე

„ხიხო მაჰმად ხანის „ქართული ოცნება“ ის იყო, რომ საზოგადოებას მხარი დაეჭირა იმ ძალისთვის, რომელიც საზოგადოებას მოუწოდებდა ნორმად ექცია შურისძიება, ეგოიზმი, ბოღმა, ურა პატრიოტიზმი, ანგარება, ძალადობა»-მეგი გოცირიძე

დღეს «განწმენდის» დღე მაქვს… ფიქრისათვის სამი კვირა გაქვთ- ირაკლი ოქრუაშვილი თანამოაზრეებს ეძებს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი