განცხადებები

ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ინციდენტის შესახებ საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო  ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა:

«მღვდელმთავართან მსგავსი დაპირისპირება, რასაც უკანასკნელ პერიოდში ჭყონდიდის ეპარქიაში ჰქონდა ადგილი, უპრეცედენტოა და იმეორებს იმავე პათოსს, რაც ამ ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავრისგან ეპარქიიდან გათავისუფლების შემდეგ მომდინარეობს. მასთან დაახლოებულ სასულიერო პირთა ნაწილი დღემდე არ ეგუება სინოდის გადაწყვეტილებას და ეპარქიაში ახალი მმართველის დადგენას, ისინი გამოირჩევიან ამბოხის სულისკვეთებით, ზღვარგადასული, გაუწონასწორებელი ქმედებებითა და, ზოგადად, მოქმედებენ საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევით.

🔻 ჭყონდიდის ეპარქიის ამჟამინდელი მმართველი — მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ აღჭურვილია ამ ეპარქიის მართვის სრული უფლებამოსილებით. შესაბამისად, მას მინიჭებული აქვს ძალმოსილება ეპარქიის საეკლესიო კანონიკის ფარგლებში მართვისა და გადაწყვეტილებების მიღებისა.

🔻 აქედან გამომდინარე, ეპარქიაში განვითარებული უკანასკნელი მოვლენების შეფასებასაც ჭყონდიდელი მღვდელმთავარი თავად გააკეთებს.»-აღნიშნულია განცხადებაში.

Loading…

მსგავსი პოსტები

ეპიდვითარება უარესდება-ამირან გამყრელიძე

პირველად ნახეთ წინასაარჩევნო ცემა-ტყეპა? — ბონდო მძინარაძე

«სააკაშვილმა პუტინს გაუკეთა საზღვრები»-ტრისტან წითელაშვილი(ვიდეო)

დატოვე კომენტარი