საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული კრიმინალური ავტორიტეტის შოთა ჭიჭიაშვილის შესახებ განცხადებას აკეთებს:
“კრიმინალ ჭიჭიაშვილს ჩემი პრეზიდენტობის დროს მიუსაჯეს 22 წელი, შემდეგ ივანიშვილის ბრძანებით გამოუშვეს და ჩემი ინფორმაციით, სპეცდავალებით გამოუშვეს უკრაინაში. ის უკრაინაში გუშინ პოლიციამ მოკლა შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის მერე. ჩემი წყაროს ინფორმაციით, ის ბოლო დროს ოდესაში იყო და ინტენსიურად აგროვებდა ინფორმაციას ჩემი გარემოცვის წევრებზე, რაზეც გაგვაფრთხილეს კიდევაც უკრაინელმა სამართალდამცავებმა” -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
Loading…
