ჭიათურაში პენსიონერი ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს

0
157

ჭიათურაში უცნობმა პირებმა პენსიონერი ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს. შემთხვევა გუშინ, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურში 23:00 საათისთვის მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხუთმა შეიარაღებულმა პირმა მასხარაშვილების ოჯახი დააყაჩაღა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელებს პენსიონერი ცოლ-ქმარი საათნახევრის განმავლობაში გაკოჭილი ჰყავდათ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ