წულუკიანი მიესალმება ჩვენი მოქალაქეების გამოძევებას ევროპიდან?

1
127

ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა, განსაკუთრებისთ ჩვენი მოქალაქეები ჭარბობენ, რაზეც ევროკავშირის ქვეყნებმა წუხილი გამოთქვეს და განაცხადეს, რომ საქართველოს მოქალაქეებს გამოაძევებენ ევროპიდან და ვიზალიბერალიზაციის თემასაც გადახედავე.

ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განცხადება გააკეთა, სადაც ნათქვამია: „მივესალმებით იმას, რომ ევროპული ქვეყნები ჩვენს მოქალაქეებს უარს ეტყვიან თავშესაფარზე, რადგან არ არსებობს ამის საფუძველი. ჩვენ ყველას გვევალება, რომ დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობებისთვის, ის რაც არის, კიდევ ერთხელ ვამბობ, ისტორიული შედეგი, რასაც ჩვენ, თითოეულმა ჩვენგანმა ერთად მივაღწიეთ, ეს არის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა და მომავალ თაობებს არ დავუკარგოთ ის, რაც იყო მრავალი თაობის მანძილზე ძნელად მისაღწევი,“

მინისტრთა კაბინეტის წევრის თქმით, ისტორიული შედეგი მომავალ თაობას არ უნდა დავუკარგოთ.

ფაქტები.ჯი

1 კომენტარი

  1. ქ_ნო წულუკიანო, ვისგან გარბის ქართველი ხალხი ასე თავგუდმოგლეჯილი საზღვარგარეთ _ თქვენგან!
    საქართველოს დღევანდელი უგუნური მმართველობისაგან. რას ერჩოდით იმ წვრილ პარტიებს არჩევნების გაყალბებით რომ გარეთ დატოვეთ? იმას, რომ იქ ბევრად ჭკვიანი და გერგლიანი ახალგაზრდები იყვნენ. მოკლედ, ხალხის გაქცევის მიზეზი თქვენში ეძიეთ.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ