“წულუკიანი ივანიშვილს აშანტაჟებდა”-ანა დოლიძის სკანდალური განცხადება

0
4400

“კვირის პალიტრა” იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძეს ესაუბრა იმის შესახებ თუ რამ გააპირობა თეა წულუკიანის დაწინაურება, რომლის გადადგომასაც საზოგადოება წლებია ითხოვდა. შეგახსენებთ თეა წულუკიანია და მაია ცქიტიშვილი ვიცე-პრემიერია.

„წულუკიანის გადადგომის საკითხი მეც არაერთხელ დავსვი. მას არც ერთ რეფორმაში არა აქვს რაიმე მიღწევა. საზოგადოებრივ ცენტრებს რომ ხსნის, ეს წულუკიანის მიღწევაა? 8 წელია მინისტრია და ერთადერთი, რასაც “მიაღწია”, სასამართლოში ბაკქანალიაა.

ის გუნდის წევრია და აქვს ინფორმაცია კლანის შეთანხმებებზე, სასამართლოს ამბებიც კარგად იცის, მაგალითად, ის, თუ რატომ გადაიფიქრა “ოცნებამ” სამართლიანობის აღდგენა. აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ წულუკიანი ივანიშვილს აშანტაჟებდა”, – აცხადებს დოლიძე „კვირის პალიტრასთან”.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ