წინაპრებთან კავშირების საიდუმლო ენერგია – შთამომავლობას

0
758

ბედისწერა არის ის, რასაც შენთვის წინაპრების გენეტიკური მეხსიერება განსაზღვრავს

ურთიერთობა რომელიღაც დონეზე მხოლოდ ფერხდება და ყოვნდება, თორემ კავშირი წინაპრებსა და ადამიანებს შორის არასდროს წყდება.

ადამიანი ცუდისთვის და კარგისთვის შესაბამისად ზღავს…
დალაი ლამა: „თუ უფალს უნდა ბედნიერი გაგხადოს, წაგიყვანს ძნელი გზით რადგან ბედნიერებისკენ მიმავალი იოლი გზა არ არსებობს“. დალაი ლამას ეს გამონათქვამი გვიბიძგებს, რომ კრიზისის არ შეგეშინდეს, რადგან ყოველი ნაკიანი წელი კაცობრიობისთვის გამოცდების წელია. ჯერ კიდევ 2004 წელს აფრენილი დოლარის კურსის მწარე გემო ბევრმა იწვნია. არც მომდევნო ნაკიანი წლებისგან დაგკლებია… ისე, რომ შეგუება და ფეხზე მყარად დადგომა ვერ მოვასწარით და კიდევ ერთი დარტყმა მრისხანე 2020 წლისგან „კორონა ვირუსი“ – „მიიღე და ხელი მოაწერე“: ბევრის საგანგებოდ შედგენილი და იქნებ გადამწყვეტი, ან სულაც სასიცოცხლო გეგმები შეცვალა, ზოგიერთები სამუდამოდ; ბევრი დარჩა უმუშევარი; ბევრი ძალიან ნერვიულობს ახლობლების მოხუცების და არც მთლად მოხუცების გამო და კიდევ ბევრი რამ ადასტურებს: ყველა ერთ ქვაბში ვიხარშებით.
ასე ჩანს, კრიზისი გარდაუვალია და ცოტა უხერხულია, მაგრამ მასში რაღაც კარგიც უნდა იგულისხმებოდეს, რადგან ამ ცისქვეშეთში ღვთის ნებით თუ მისი ნების გარეშე შემთხვევით არაფერია: ბედისწერის შეცვლა შეუძლებელია და მაინც წინ უნდა წავიდეთ. თუნდაც ეს იმას ნიშნავდეს, რომ მორჩილება ადამიანისგან აუცილებელია. გახსოვთ: „შეეგუე, მონავ, სხვა ვარიანტი შენ არ გაქვს“. ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ რაღაც ახალთან შეხვედრა, ძველთან განშორების გარეშე წარმოუდგენელია, როგორც ვარდი – უეკლოდ.
ამ ბოლო დროს მეცნიერები ყოველად წარმოუდგენელ ისეთ ექსპერიმენტებს მიმართავენ, რომ ზოგიერთს გვერდს ვერ აუვლი. თუმცა ახალი რეალობის გათავისება იოლი არ არის და გექმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი შენს წარმოდგენებს ცვლის, რაც ძნელია, ამიტომ ფიქრობ: შესაძლებელია სრული ჭეშმარიტება არ იყოს, მაგრამ… რა იცი? – ამასთან იჯერებ თუ არ იჯერებ, მაინც გამშვიდებს იმის შეგრძნება, რომ სასიკეთო ურთიერთობები უკვე დავიწყებულის აღდგენა, თავიდან დაწყება, მიახლოება… არასდროსაა გვიან, მით უმეტეს, თუ ის საშენოდ არის მიმართული.
ასეთია ესეც.
ან იქნებ, მხოლოდ ჩემთვისაა? თუმცა, ზუსტად ვიცი, რომ ჩემნაირები არიან. ამიტომ გთავაზობთ ამ სტატიას: მთავარია, გაიგებთ და მიხვდებით ექსპერიმენტებით გამაგრებულს, ხოლო ირწმუნებთ თუ არა, არჩევანი ყოველთვის ადამიანზეა მინდობილი.
მაშ ასე:
ფაქტი: გარდასულ ყველა დროში ოჯახები პირველ რიგში ამაყობდნენ საკუთარი გვარის უფროსი წარმომადგენლებით. უფლის წინაშე ეს სიამაყე ერთადერთი და საპატიოა დღემდე. ამაში ღრმა აზრი დევს. როგორიც ნიჭიერი უნდა იყოს ადამიანი საკუთარი წინაპრების ძალისხმევის გვარის რომელიმე წარმომადგენლის დნმ-ის გარეშე ყოველად წარმოუდგენელია დიდი წარმატებების მიღწევა. წინაპრების ხსოვნისადმი დამოკიდებულება ამ მოსაზრების დავიწყებასთან ერთად ჩრდილს მიეფარა. მაგრამ ის, რომ დამსახურების დაუნახავად ადამიანი ვერაფერს გახდება – დარჩა და მას ბედისწერას ვეძახით. ყოველი ჩვენთაგანი ამ სამყაროს მკვიდრთა მომდევნო თაობის გენეტიკური მეხსიერების და განსაკუთრებული სულის მატარებელი ცალკე რგოლია. ცხოვრების უმნიშვნელოვანეს საკითხებზე გზავნილებს და დადგენილებებს ჩვენივე გვარის სიღრმეებიდან ვიღებთ, მაგრამ სამწუხაროდ, მათი სწორად მართვა და გამოყენება ძალზე ხშირად, თურმე, არ ვიცით, რითაც ბევრს ვკარგავთ, ძალიან ბევრს.
ჩემმა თანამოსაუბრემ კაცობრიობის თითქმის ყველა მიღწევის შესახებ იცის. რამდენიმე მათგანი სასწრაფოდ ჩავწერე და გაზიარებას ვჩქარობ.
სტას ქაქუჩაია – (მთხოვა ასე მოვიხსენიო), პროფესიონალი ფსიქოლოგი.
საუბრის თემა: ყველა სულიერზე გავრცელებული ბოლომდე აუხსნელი, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანი: წინაპართა მიერ უხილავად ბოძებული დიდი ძალა და ენერგია.
ინფორმაცია წინაპართა მიერ უხილავად ბოძებული დიდი ძალისა და ენერგიის შესახებ დაშიფრულია ქმედებებში, ზოგად ემოციურ მდგომარეობაში და ხანდახან ანდაზებშიც კი, რომელსაც ოჯახებში გამოვიყენებთ და დედის რძესთან ერთად ვიწოვთ და მაინც ძალიან ხშირად ვერც ვაცნობიერებთ, თუ როგორ გვხელმძღვანელობს და გვმართავს მატერიალური წარმატების თუ მარტოსულობისას. რა ნიშნით ირკვევა რამდენად ძლიერია დამიანი: კუნთების ზომით, თანამდებობით, სამეცნიერო ხარისხით თუ მანქანის მარკით, რომლის საჭესაც უზის? არცერთით. სიბრძნე და სიღრმე სულ სხვაგანაა. გვარის მთელი ძალა მის რეალურ შეგრძნებაში, თაობებს შორის კავშირშია, რომელიც მართავს ადამიანს. ამის დანახვა ძალიან იოლია: პატარას თბილი ხელი, როცა მას ეხები, საჭირო დროს მამის სიტყვები, დედის მოსიყვარულე თვალები… გვარის მფარველი წინაპრებია, გამგრძელებლები შვილები.
დედისადმი უმადურობა ყოველ თაობას, ყოველ დროში გრძნობდნენ, ახლაც ხშირია და ვერავის გააკვირვებ, მაგრამ ბევრმა როდი იცის, რომ დედასთან – არცთუ იშვიათად არაბილოგიურთან – ურთიერთობა მისი გარდაცვალებასთან ერთად არ მთავრდება. გრძელდება მთელი ჩვენი სიცოცხლის მანძილზე შემდეგ კი გენეტიკურად გადადის შთამომავლობაში, რომლის არსებობა ასევე გვართან ურთიერთობაზეა დამოკიდებული.
საკუთარ თავზე დაკვირვებისას ხშირად უდან ფიქრობდეს ადამიანი, რა რჩება მის შემდეგ: მამის ნაჭამმა კოწახისგან შვილისთვის პირის მოკვეთის მოწმენი არაერთელ გვინახავს.
ამბობენ, ყველა საკუთარი ბედნიერების მჭედელია, მაგრამ ამ საქმეში მარტო არ არის. მის გვერდითაა წანაპრების ზეგავლენა, რომელსაც ბედისწერას ვეძახით…
ამ ბოლო დროს მეცნიერთა მტკიცებით:
ბედისწერა ის არის, რასაც შენთვის წინაპრების გენეტიკური მეხსიერება განსაზღვრავს. შენი პირადი გულწრფელი და სამართლიანი დასკვნები საკუთარ თავზე. შენს მფარველ ანგელოზთან თუ რეალობა მიგაქვს, ამას ზოგადად ცოდვის აღიარება ქვია, რაც წმენდს სხეულს. მაგრამ თუ ვერ ხედავ ამ ცოდვას, ატყუებ შენს მფარველ ანგელოზს, რომელმაც უფალს შენს შესახებ ცნობები უნდა მიაწოდოს, რათა შთამომავლობასთან შეთანხმებით ბედისწერა განსაზღვროს. სამართლიანობა არ იკარგება. რაც უფრო არაგულწრფელი ხარ, მით უარესია. შემთხვევით როდია, რომ შემორჩენილია ფაქიზი დამოკიდებულება წინაპრებისადმი: არ არის მიღებული გარდაცვლილზე ცუდის თქმა. როცა ამას ვერ ვაცნობიერებთ სამყარო ნაგვიანდება და ჩვენი გვარის პროგრამა მკრთალდება, ან საერთოდ მახინჯდება და იგივე ემართება ჩვენს ცხოვრებას. წინაპრები გრძობენ უპატივისცემლო დამოკიდებულებას, ამას პირად შეურაცხყოფად იღებენ, გარდაცვილები ვერ ისვენებენ და ვაი მას, ვისაც წინაპრები გაუჯავრდებიან… ეს ცნობილია უძველესი დროიდან, ამიტომ ნებისმიერი ერის წარმომადგენელი მიცვალებულების ხსენებისას ზომიერებას იცავს.
ასევე ცნობილია, რომ მოფრთხილება სჭირდება წინაპრებს სიცოცხლეშივე:
ფრთხილად მშობლებთან, როგორც ცოცხალთან, ასევე მიცვალებულთან მოპყრობისას.
ითვლება, რომ დამსახურების შემთხვევაში კეთილ წინაპარს კეთილი ზემოქმედება შეუძლია, მაგრამ უსამართლობას არ დაუშვებს და იგივეს ითხოვს შენგანაც. ცხადია, მათ გარეშე ჩვენ არ ვიქნებოდით და ჩვენი მომავლისთვის მათი ნათელი ხსოვნის შენახვა ფაქიზად უნდა შევძლოთ და უღირსი ქცევით არ უნდა დავამახინჯოთ.
და თუ მაინც უკმაყოფილების გრძნობა გვაწვალებს, უნდა გვახსოვდეს: ურთიერთობაში არასდროს არაფერი არაფერი არაფერი გვიან არ არის.
წინაპრებთან დაკარგული კავშირის აღდგენა:
წინაპრებთან კავშირის აღდგენის რამდენიმე გზა არსებობს და ყოველი მათგანი უფალთან სათხოვარს უთანასწორდება. როცა ძალიან გიჭირთ, ან რამე ძალიან გინდათ და ვერ მიგიღწევიათ, გაიხსენეთ თქვენი წინაპარი, რომელიც პირველი ამოგიტივტივდებათ გონებაში, რადგან გიყვარდათ და თითქოს დავიწყებული გყავთ. ბოდიში მოუხადეთ იმისთვის, რომ დიდი ხანია არ მოგიკითხავთ. სხვა ყოფითი პრობლემებით დატვირთულმა ვერ მოიცალეთ მისთვის ვისაც თქვენთვის სიკეთე უნდოდა, სულს მოცემდათ, უყვარდით და გაღმერთებდათ, უთხარით, რომ გახსოვთ და გვიან, მაგრამ აღიარებთ მის სიკეთეს… იცოდეთ, რომ გაპატიებთ. ამ გზით თქვენს სანუკვარ ოცნებას ახდენა უწერია. დამატებით თუ წმინდა სანთელსაც აუნთებთ და შესთხოვთ რაც გსურთ, დაელაპარაკებით როგორც ცოცხალს:
ასეთები ყველას გვყავს, დაგავიწყდათ? ან გარდაცვალებამდე სათანადოდ ვერ მოეპყარით და სინდისის ქენჯნა გაწუხებთ… საბედნიეროდ ესეც გამოსწორებადია.
მტკიცედ გჯეროდეთ: არაფერი არაფერი არაფერი არ არის გვიან შინაგანად მიუახლოვდით უკვე ჩამოყალიბებული აზრით და სათხოვარით. უნდა ენდოთ, გაუმხილოთ ყველაფერი, რისი შეცვლაც გინდათ… იმ ურთიერთობების გახსენებით თქვენს შორის რომ იყო შინაგანად შეუერთდით და იქ ეძებეთ ხსნა. ნუ შეგრცხვებათ თუნდაც უარყოფით ურთიერთობების გახსენების, ნურც დაგვიანების, პირიქით, მადლობა უფალს, რომ უფრო მეტად არ დაგაგვიანდათ.
მეცნიერთა მტკიცებით: ეს ურთიერთობა ლოცვის ტოლფასია: ეს ურთიერთობა მოხდება უზარმაზარი შუქის ველის ფონზე, რომელშიც იქნებით თქვენ და თქვენი წინაპარი და დახმარება არ დააყოვნებს და უფრო და უფრო გაძლიერდება რაც მეტი იქნება იმ ადამიანების გახსენება, ვისაც ასე უყვარდით და თან წაიღეს ეს უზარმაზარი გრძნობა, ორმაგი ძალით სასიკეთოდ დაგიბრუნდებათ… ეს შემოწმებული და გამოცდილია, თქვენგან არაფერი მიდის, გულისსითბო კი წყაროსავით მოედინება, დაგროვილი ენერგიის ხარჯზე, რომელიც თქვენთვის მუდმივად გროვდება, რადგან ურთიერთობა ყოვნდება მხოლოდ, თორემ კავშირი წინაპრებსა და ადამიანებს შორის არასდროს წყდება.
პროცესის დასაჩქარებლად თუ მოიძიებთ წინაპრების სურათებს და ამ საქმიანობაში ბავშვებსაც ჩართავთ, წინაპრებთან ურთიერთობის აღდგენა გაცილებით რეალური იქნება. მოიძიეთ ცოცხალი ნათესავები, ვისთანაც კეთილი ურთიერთობები გქონიათ, თუ არ გქონიათ – ახლა იქონიეთ. სისხლისმიერი კავშირები უძლიერესი ენერგიით გვკვებავენ. ამიტომ მუდმივად ურთიერთობდნენ ნათესავები, ცნობა ამ სიკეთის შესახებ უფრო ცნობილი იყო და დროთა განმავლობაში მიიჩქმალა… იცოდეთ: როცა აღმოაჩენთ დადებით თვისებებს მათში – კავშირები აღდგენილია. თქვენ და თქვენი შთამომავლობა საიმედოდ ხართ დაცულები, თქვენი საქციელი ავტომატურად გადავა მათზე და უზრუნველყოფილი იქნებით ენერგიით, რომელიც თქვენს შთამომავლობას ეყოფა სამომავლოდ, რადგან ადამიანი, რომელსაც არ უნდა გაიხსენოს წინაპრები უფესვებო ხესავითაა, საფუძელმორყეული ვეღარაფერს სასიკეთოს ვეღარ აღმოაცენებს გარდა იმისა, რომ წინაპრებთან კავშირების გაწყვეტა ბადებს აგრესიულ ქცევას. წინაპრებთან გულწრფელი ურთიერთობა მიდის სამყაროს გულამდე, ახდენს ტრანსლირებას მომავალ თაობასთან ამიტომ, წარმატებულად გამოიყენეთ იმის გათვალისწინებით, რომ: ადამიანი წინაპრებთან კავშირის გაწყვეტით საკუთარ თავს წირავს, ვერაფერს მიაღწევს წინაპრების მხარდაჭერის გარეშე და ყველაზე გასაოცარი მაინც ის არის, რომ ამ გზით თანამედროვე ცხოვრების ყველა კითხვაზე პასუხი გაიცემა.
და ბოლოს:
ადამიანი სუსტი არსებააო, ამბობენ, მაგრამ ეს არც მთლად ასეა: მართალია, ამცხოვრებაში ცოდვებით მძიმდება, მაგრმა ამავე დროს სიკეთის კეთებით ასუფთავებს საკუთარ სიბინძურეებს. ასაკის მატება სიბერე კი არა, გამოცდილების შეძენაა და სწორედ მაშინ, როცა ცოდვებისგან შედარებით შორს ხარ, საკუთარი ხელით არ მოსპო საკუთარი სიბინძურის გასუფთავების შესაძლებლობა:
მიუახლოვდი, გაბედულად მიუახლოვდი წინაპრებს და წელგამართულმა იცხოვრე…. ისინი აქ საუკეთესო ბედისწერას შეგიქმნიან და მათთან ახლოს მყოფს ბოროტების გარეშე ცხოვრებაგალეულს იქ – უფრო მეტხანს დაგელოდებიან.

ქეთევან ჩემია

შემდეგი თემა: როგორ გვმართავს გენეტიკა

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ