გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით საქართველოში 30 აპრილის შემდეგ მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
“🌦 30 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. 1-2 მაისს სითბოს ფონზე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა +23, +28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
🌩 3-4 მაისს შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გაწვიმდება, ზოგან შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.
🌡️ ქ. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა 1-3 მისს +26, +28 გრადუსი იქნება.”-აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
Loading…
