განცხადებები

წესით ქუჩაში უნდა გამოვდიოდეთ და ვითხოვდეთ უმაღლესი თანამდებობის პირების გადადგომას-თაკო ჩარკვიანი გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე

სასწრაფოდ გადადგნენ უმაღლესი თანამდებობის პირები!
ვიდრე 19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის საქმე გამოძიებული არ იქნება! -ეს გახლდათ პარტია»კანონი და სამართლის» ლიდერის მთავარი მესიჯი დღევანდელი რეაქციის ეთერში. ქვემოთ ჩამოგითვლით მნიშვნელოვან ციტატებს დღევანდელი ტელე-ეთერიდან:

სახელმწიფო თავზე გვაქვს ჩამოშლილი.
სამართლებრივი სისტემა როცა ასეთ დღეშია, მაშინ სახელმწიფო „ხერხემალი“ აღარ გვაქვს!
ამაზე მეტი რა უნდა დაგვემართოს?!
ახალგაზრდები იხოცებიან ჩვენს თვალწინ.
უვადო გამოძიებით საქმეები თაროზეა შემოდებული.
112-ის ჩანაწერი ავთენტურია, თუ არა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს;
„ჩანაწერში“ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და სამომავლოდ შემზარავი ფრაზა გაჟღერდა: „ პოლიცია მოვა როო?!“
სამართალდამცავი სისტემის იმედი აღარავის არ აქვს;
პოლიცია არსებობს?!
სისტემაში შოთაძე რომ მოაბრუნეს არც ეს არ არის შემთხვევითი;
„ყურებით“ ძალიან რომ დაგიჭერენ, მერე იმ ხელისუფლებას სჭირდება, რომ შენ ისევ იმ „საქმეებზე“ ჰყავდე;
იმიტომ რომ „საჭირო კაცი“ ხდები და მისი მომსახურე პერსონა ხდები!
ხალხის მომსახურე კი არა, ხელისუფლების ყურმოჭრილი მონა ხდები!
ახლა გვეტყვიან,- „მონებს“ ნუ გვაძახით, გვეწყინებაო;
ჩვენ შვილების დახოცვა გვწყინს!
ასე რომ მათ ყურმოჭრილ მონებსაც დავუძახებთ და კორუფციაში ჩაფლულ სამართლებრივ სისტემადაც მოვიხსენიებთ!
წესით და რიგით, ჩვენ ახლა, უნდა გამოვდიოდეთ, გნებავთ „ონლაინ“ რეჟიმით, გნებავთ ქუჩაში და უნდა ვითხოვდეთ უმაღლესი თანამდებობის პირების გადადგომას! სანამ საქმე გამოძიებული არ იქნება.
უმაღლესი თანამდებობის პირებმა უნდა შეიჩერონ უფლებამოსილება!» -განაცხადა ჩარკვიანმა

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

არ არის გამორიცხული, რომ აგვისტოში ისევ დაიწყოს ინფიცირების შემთხვევების ზრდა-ამირან გამყრელიძე

roma sajaia

საქართველომ და უკრაინამ უნდა მიიღონ მაპი — ლინას ლინკევიჩუსი

«ეს იმის ბრალია, რომ თავის დროზე მავანთ შერჩათ სისხლიანი ჯაბა იოსელიანის სიონში «გაპატიოსნება» და დიდუბის პანთონში დასაფლავება»-დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დატოვე კომენტარი