მსოფლიოშიპროტესტი

წერილი ირაკლი ღარიბაშვილს ევროპიდან

ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტი, ჰანს ვან ბაალენი საქართველოს პრემიერ მინისტრს მოუწოდებს სასწრაფოდ დაიწყოს მოლაპარაკება ვადამდელ არჩევნებზე.

«ძვირფასო პრემიერ მინისტრო

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა გასულ პარასკევს აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში პოსტ-საარჩევნო კრიზისის პრაქტიკული გადაწყვეტა ახლა უფრო სასწრაფოა, ვიდრე ოდესმე. შემდეგი ნაბიჯები მოითხოვს მონაწილეობას და პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლას, და არა სადამსჯელო სამართლებრივი  ზომების გატარებას ოპოზიციის წარმომადგენლების  წინააღმდეგ.

მე ლიბერალი ვარ და ვარ  საქართველოს მეგობარი.

როგორც ლიბერალური ინტერნაციონალის საპატიო პრეზიდენტი და ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის პრეზიდენტი, გარწმუნებთ, რომ ჩვენს კონტინენტს  სჭირდება ძლიერი, უფრო დემოკრატიული საქართველო. საქართველო, სადაც განსხვავებული ხმა ისმის და პოლიტიკური უთანხმოებები გვარდება პარლამენტში, და არა  ოპოზიციონერების თვითნებური დაკავების შედეგად სასამართლოების მეშვეობით.

ახლა დეესკალაციის და დიალოგის  და არა  ბრალდებების დროა.

მომავალ კვირას ევროკავშირის ლიბერალური საბჭოს პრეზიდენტის, ჩარლზ მიშელის ვიზიტის წინ, მე მოვუწოდებ ქართულ ოცნებას  განაახლონ მოლაპარაკებები ოპოზიციასთან და და ერთად    იმუშაონ თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ახალი რაუნდის თარიღის დასადგენად.

პატივისცემით,

ჰანს ვან ბაალენი
საპატიო პრეზიდენტი, საერთაშორისო ლიბერალური პარტიის პრეზიდენტი, ევროპის ლიბერალ-დემოკრატების ალიანსის პარტია 
«. — ნათქვამია წერილში, რომელიც ჰანს ვან ბაალენმა გამოუგზავნა საქართველოს პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრის გამოძიების ფარგლებში სისხლის სამართლის 160-ზე მეტი საქმე აღიძრა

ნიკოლას მადუროსა და მისი მთავრობის წევრებს საბანკო ანგარიშები გაეყინებათ

ნაციონალური მოძრაობის» ოფისთან გაშლილ კარვებში მყოფმა მოშიმშილეებმა შიმშილობა შეწყვიტეს მიხეილ სააკაშვილის თხოვნით

დატოვე კომენტარი