განცხადებები

წერილები რომლებიც 21 სექტემბერს და 13 ოქტომბერს გაეგზავნა დიპლომატიურ კორპუსს

პარტია «კანონი და სამართლის» თავმჯდომარემ, დეპუტატმა თამარ ჩარკვიანმა „paqtebi.ge“-სთან საუბრისას განაცხადა რომ მან წერილობით კვლავ მიმართა საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს,
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარშემო შექმნილი საფრთხის შესახებ, მისი კლანური სასამართლოს
„გასამართლების“ გამო.
ამ შინარსის პირველი მიმართვა დიპკორპუსს გაეგზავნა 2021 წლის 21 სექტემბერს; წერილობითი მიმართვის ტექსტი „paqtebi.ge“-ზე იმავე დღეს გამოქვეყნდა.
ჩვენთან ინტერვიუში დეპუტატმა აღნიშნა, რომ დაგეგმილია კვლავ ინდივიდუალური შეხვედრები ელჩებთან, რომ დეტალურად აუხსნას მათ საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლოს არ არსებობის გამო მოსალოდნელი უკანონო გადაწყვეტილებების მიღების თაობაზე ექსპრეზიდენტთან მიმართებაში.
თამარ ჩარკვიანი:
«მე ვთვლი, რომ ზოგადად ასეთი საქმეები, მსგავსი მოლაპარაკებები უნდა იყოს ყოველგვარი „პიარის“ და პომპეზურობის გარეშე; ხშირად
უკითხავთ ჩემთვის რატომ არ მოგყავთ ტელევიზიები, როდესაც ხვდებით ელჩებსო? მიმაჩნია, მსგავსი მნიშვნელობის საკითხები, დიპლომატებთან კონკრეტულ საქმედ უნდა გადავწყდეს და ნამდვილად არ საჭიროებს ტელე-კამერების წინ პოზირებას.
მოხარული ვარ, რომ 21 სექტემბერის გზავნილების შემდეგ მქონდა შესაძლებლობა ინდივიდუალური შეხვედრებიც გამემართა ელჩებთან, როგორც საელჩოებში, ასევე ინდივიდუალურად შევხვედროდი პარლამენტში.
ვინაიდან ექსპრეზიდენტი სააკაშვილი უკვე საქართველოშია,
13 ოქტომბერს, ახალი რეალობის გათვალისწინებით, საქართველოში არსებულ დიპლომატიური კორპუსის ყველა წარმომადგენელს. მეორე წერილობითი მიმართვა დავუგზავნე. ახლა კვლავ ვგეგმავ ინდივიდუალურ შეხვედრებს ელჩებთან, რომ მივაღწიოთ სააკაშვილის მიმართ ამოქმედდეს
„ევროპული კონვენციის“ მე-6-ე მუხლი, მისთვის სამართლიანი სასამართლოს გამოყენების უზრუნველსაყოფად.

მიმართვა: მოგმართავთ უაღრესად შეშფოთებულები საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობასთან დაკავშირებით , რომელიც მეცამეტე ოლეა შიმშილობს საპატიმროში . ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მკვეთრად უარესდება . სწორედ ამიტომ კვსურს კვლავ თქვენი განსაკუთრებული ყურადღება მივაპყრო ამ საკითხს , ვინაიდან ჩვენი ღრმა რწმენით ეს პროცესი გამოიწვევს ქვეყანაში არსებული ისედაც ყოველმხრივ რთული და ზოგადად არამდგრადი ვითარების დანდააანობით უკიდურეს ესკალაციას და შესაძლო დესტაბილი ზაციასაც კი . რეალური მიზეზი კი ამ ძალზედ არასასურველი და არასტაბილური მდგომარეობისა , გახლავთ საქართველოში არსებული არაჯანსაღი და უსამართლო მართლმსაჯულების სისტემა , რომლის მიმართ ნდობა საზოგადოებაში ძალიან დაბალია , რაც სრულიად ლოგიკური და საფუძვლიანია . მოგეხსენებათ სასამართლო სისტემის და ზოგადად მართლმსაჯულების სფეროში განსახორციელებელ აუცილებელ რეფორმებზე დადებული შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და არსებული ცნობილი დოკუმენტი ევროკავშირის პრეზიდენტის შარლ მიშელის უშუალო ჩართულობით დაირღვა ხელისუფლების მიერ და სრულიად გაუგებარი მიზეზებით ითქვა უარი შეთანხმების მიხედვით განსახორციელებელ რეფორმებზე საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებული კლანის შესახებ ასევე მოგეხსენებათ საუბარი იყო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიმდინარე წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი ვერდიქტების ანალიზი იძლევა იმის საფუძველს , რომ ქვეყანაში არ არსებობს სამართლიანი სასამართლო , რაც პირდაპირ წარმოადგენს ევროპული კონვენციით დადგენილი ნორმის დარღვევას ( ევროპული კონვენციის I მუხლი . ასევე ხშირია კონვენციით გათვალისწინებული სსკა მთელი რიგი მუხლების მასიურად დარღვევის შემთხვევები , სასამრთლო სისტემაში მთლიანად მოდილი და დარღვეულია შეიბრებითობისა და თანაწორობის პრინციპის დაცვის საკითხი ვინაიდან სასამართლო სისტემა არ არის ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ქვეყანაში გამეფებულია ოლიგარქიული მმართველობა , დამკვიდრებულია შერჩევითი სამართალი , მოქააქვებში არსებობს უსამართლობისა და დაუცველობის განცდა და ტოტალური უნდობლობა სასამართლო და ზოგადად მართლმსაჯულების სისტემისადმი პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი საზოგადოებაში სამართლიანად აჩენს მრავალ კითხვის ნიშანს სამართლიანობის , დასაბუთებულობის , ურთიერთთავსებად და ურთიერთშეჯერებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის არსებობის გათვალიწინებით , რაც სხვა ფაქტორებთან და მიზეზებთან ერთობლიობაში აშკარას და უდავოს ხდის მისი პოლიტიკური ნიშნით დევნას . ყოველდივე ზემოხსენებული კი იწვევს მოსახლეობაში სამართლიან გულისწყრომას და დიდ პროტესტს , რომელიც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ხელს უწყობს ქვეყანაში სიტუაციის არასასურველი მიმართულებით ესკალაციას . ვითარების განმუხტვის და შემდგომი დეესკალაციის მიზნით მიზანშეწონილად , სასურველად და ძალიან მნიშვნელოვან და საყურადღებო ფაქტორად მიგვაჩნია თქვენი მხრიდან უფრო მკვეთრი ქმედებისა და მკაფიო ნაბიჯების გადადგმა პოლიტპატიმარ მიხეილ სააკაშვილის მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში გათავისუფლების მიზნით , მითუმეტეს იმ ფონზე , როდესაც ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება და კრიტიკუდი ხდება . ღრმად გვწამს და გვჯერა თქვენი ჩვეული გულისხმიერების და საქართველოს სახელმწიფოსადმი თანადგომისა და მხარდაჭერის

პატივისცემით, თამარ ჩარკვიანი

13. X. 2021 წელი

I am referring to you, since I am extremely concerned about the political imprisonment of the third President of Georgia, Mikheil Saakashvili, who has been on a hunger strike for thirteen days. The health condition of the latter is deteriorating day by day. Therefore, we would like to draw your special attention to this issue, because, in our deep belief, this process will lead to the gradual extreme escalation and even possible destabilization of the already difficult and generally unstable situation in the country. The real reason for this very undesirable and unstable situation is the unhealthy and unjust justice system in Georgia, to which trust is very low in the public that is completely logical and reasonable. As you are concerned, the well-known agreement between the government and the opposition on the necessary reforms in the judiciary and the judiciary in general that was created by the direct involvement of EU President Charles Michel was violated by the government and with completely incomprehensible reasons the agreement was rejected. As you are also aware, the clan in the Georgian court system was also mentioned in the report published by the State Department of the United States of America this year. The analysis of the verdict rendered by the European Court of Human Rights in Strasbourg gives the basis that there is no fair trial in the country, which is a direct violation of the norm established by the European Convention (Article VI of the European Convention). There are also frequent cases of massive violations of a number of articles of the Convention. The issue of adherence to the principle of competition and equality is completely disrupted and violated in the judiciary, as the judiciary is not independent of the government. The country is ruled by an oligarchic government. Selective law is established, there is a sense of injustice and insecurity among citizens and total distrust of the judiciary and the justice system in general. The verdict against President Saakashvili raises many questions in the society in terms of fairness, substantiation, coherence and concurrent evidence, which, in combination with other factors and reasons, makes it obvious that his imprisonment is political decision and it is unquestionable. All of the above causes just resentment among the population and a great deal of protest, which, as mentioned above, contributes to the undesirable escalation of the situation in the country. Your Grace! In order to defuse the situation and further de-escalation, we consider it expedient, desirable and a very important and noteworthy factor for you to take more drastic actions and clear steps as soon as possible to help political prisoner Mikheil Saakashvili to be released on time, especially, considering the fact that the health condition of the latter is worsening day by day, reaching critical point. We deeply believe and hope for your usual support and assistance to the state of Georgia.

Loading…

მსგავსი პოსტები

«ევროპაბეთი» სრულად უარს ამბობს გარე რეკლამაზე, ზღუდავს რეკლამას ტელევიზიასა და რადიოში»

«სწორედ ჩემგან გაკეთებული განცხადება არის საფუძველი დღევანდელი ხმაურისა» — ბიძინა ივანიშვილი

«გურამ კაშიას დაცვა ჩვენი თავისუფლებისა და ღირსების საკითხია»-ტარიელ ნაკაიძე

დატოვე კომენტარი