განცხადებები

წელს თბილისობა არ გაიმართება

წელს თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიებები არ გაიმართება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, არსებული რეალობიდან გამომდინარე, თბილისობის ღონისძიებები არ გაიმართება.

„გადაწყვეტილება მივიღეთ თბილისობის ღონისძიებასთან დაკავშირებით. თბილისობა იმართებოდა ოქტომბრის თვის პირველ შაბათ-კვირას და არსებული რეალობიდან გამომდინარე, მოგვიწევს ამ ღონისძიებების გადადება. ჩვენთვის მნიშვნელოვანი გახლავთ ადამიანი, ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა. შესაბამისად, თბილისობის ღონისძიებები იქნება გაუქმებული. ჩვენ გვექნება კულტურის სამსახურთან მუშაობა, რომ დავგეგმოთ მხოლოდ კონცერტები, რომელიც მხოლოდ ლაივ-რეჟიმში გადაიცემა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

რატომ მალავს საქართველოს მთავრობა აშშ-ის კონგრესმენების სკანდალურ წერილს?

«ივანიშვილი მზად არის, ქვეყანა ავტორიტარულ რეჟიმად ჩამოყალიბდეს, მაგრამ არ არის მზად, არჩევნების გზით ხელისუფლება დათმოს»-სალომე სამადაშვილი

Joni Kvaracxelia

უმჯობესი იქნება თუ კიდევ ერთხელ გამოვაცხადებთ ლოქდაუნს-თენგიზ ცერცვაძე

დატოვე კომენტარი