პოლიტიკა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ხარჩილავას წინააღმდეგ აგორებული დეზინფორმაციული თავდასხმების რეჟიმი უკვე სხვა ფაზაში გადავიდა

წალენჯიხაში გიორგი ხარჩილავას მიერ მიმდინარე დემოკრატიული პროცესების გააქტიურების კვალდაკვალ ხელისუფლება მთელი მისი რესურსით ცდილობს დააკნინოს მერის ავტორიტეტი და წალენჯიხაში თავისუფალი არჩევანი ჩაახშოს ბოლომდე.
ხელისუფლება მას შემდეგ გააქტიურდა რაც ამოქმედდა მერის მიერ ინიცირებული პროექტები
წალენჯიხის განვითარება და კონკრეტული პროექტები, რომელიც უახლოეს მომავალში ამ ქალაქში უნდა დაიძრას, მიმდინარეობს სათემო საბჭოს არჩევნები
„თავისუფლებათა ქარტიის“ ფარგლებში პირველი სახალხო არჩევნები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში, რაც გულისხმობს, რომ 14 ადმინისტრაციულ ერთეულში სახალხო არჩევნები ტარდება და გუნდები (1/2) წარმომადგენლებს ირჩევენ, რომელნიც შემდგომში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ მუნიციპალიტეტში, ცალკეულ ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე პოლიტიკურ, კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ პროცესებში.
სათემო საზოგადოებრივი საბჭოები არის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერის – გიორგი ხარჩილავას მიერ მიღებული “წალენჯიხის თავისუფლებათა ქარტიის” ერთ-ერთი მექანიზმი. ქარტია მიზნად ისახავს მოქალაქეთა ჩართულობის, თანამმართველობის რეალური მექანიზმების დანერგვას და წალენჯიხის მაგალითზე ძალაუფლების დეცენტრალიზაციის, მოქალაქეთა ჩართულობის პრეცედენტის შექმნას.
ასევე „ოთარ ეგაძის „თეატრალური სარდაფი“ ერთადერთი პროექტი არ არის, რომელიც უახლოეს მომავალში წალენჯიხაში ამუშავდება. წალენჯიხის „მეგობართა ჯგუფი’, რომელსაც მამუკა ხაზარაძე ხელმძღვანელობს, პარალელურად რამდენიმე პროექტს და პროგრამას ამუშავებს. IT სკოლა გაიხსნება გაზაფხულზე და კიდევ სხვა უმნიშვნელოვანესი აქტივობები განხორციელდება მუნიციპალიტეტში. რაც აშკარად აფრთხობს ქართული ოცნების კლანს და ყველანაირ დეზინფორმაციაზე მიდიან, რაშიც ჩართულია სუსი და მთლიანად ხელისუფლება ერთიანი ძალებით. თუმცა მოსახლეობა ხვდება ცილისწამების მიზეზებს და სოლიდარობას უცხადებს მერს გიორგი ხარჩილავას.

Loading…

მსგავსი პოსტები

ნიკა მელია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

roma sajaia

ბახტაძე: ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების შეძენა პენსიონერებს, შშმ პირებს და სხვა ჯგუფებს ერთ ლარად შეეძლებათ

«გილოცავ ამერიკა!» — ამერიკის მეგობართა კლუბმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი