სხვადასხვა

წარუმატებელ თვითმკვლელობაზე მოქალაქეს 500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრება

ქართულ კანონმდებლობაში, იურისტთა შეფასებით, ბევრი ალოგიკური და ურთიერთგამომრიცხავი კანონია. თუმცა, ასევე გვხვდება კანონები, რომლებიც თავისი შინაარსით კურიოზულია, ან ისე არის ფორმულირებული, რომ ღიმილს იწვევს:

გთავაზობთ რამდენიმე მსგავსი კანონის განხილვას:

წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი თვით­მკვლე­ლო­ბა

თვით­მკვლე­ლო­ბის წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მცდე­ლო­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში და­წე­სე­ბუ­ლია სას­ჯე­ლი – ჯა­რი­მა 500 ლარი. ად­ვო­კატ­თა თქმით, თვით­მკვლე­ლო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი სწო­რედ ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბია.

რო­გორც იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი გრი­გოლ გაგ­ნი­ძე ამ­ბობს, ამ და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის სხვა, უფრო შე­სა­ბა­მი­სი სან­ქცია უნდა იყოს და­წე­სე­ბუ­ლი.

“ეს კა­ნო­ნი გან­სა­ზღვრუ­ლია იმი­სათ­ვის, რომ და­მა­ტე­ბი­თი წყა­რო მი­ი­ღოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ. თუ ადა­მი­ა­ნი არ მუ­შა­ობს, ის გა­დახ­დი­სუ­უ­ნა­როა და მას ვე­რა­ნა­ი­რად ვერ გა­და­ახ­დე­ვი­ნე­ბენ ჯა­რი­მას, ამის გამო კი ცი­ხე­ში არა­ვინ ჩას­ვამს. არ შე­იძ­ლე­ბა 500-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა იყოს ამ და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ბა­მი­სი სან­ქცია. სა­ხელ­მწი­ფომ პირ­ველ რიგ­ში მისი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია უნდა შეძ­ლოს,” – ამ­ბობს გრი­გოლ გაგ­ნი­ძე.

ფსი­ქო­ლო­გი ქეთი ჭყო­ი­ძე კი მი­იჩ­ნევს, რომ ეს კა­ნო­ნი სა­ხი­ფა­თოა, რად­გან თვით­მკვლე­ლო­ბის პრე­ვენ­ცი­ას კი არ ახ­დენს, არა­მედ პი­რი­ქით – შე­საძ­ლოა თვით­მკვლე­ლო­ბის ახა­ლი ცდის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლიც კი გახ­დეს.

“სუ­ი­ცი­დის გან­ხილ­ვი­სას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა ადა­მი­ა­ნის გე­ნე­ტი­კას, ფსი­ქი­კურ სი­ჯან­სა­ღეს და, რა თქმა უნდა, ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას. თუკი ადა­მი­ა­ნი არის სუს­ტი ფსი­ქი­კის მქო­ნე, მა­შინ ის ად­ვი­ლად დგამს ამ ნა­ბიჯს. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებს, ფსი­ქი­კუ­რად ჯან­სა­ღი არაა. ამი­ტომ მას თუ 500 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მე­ბენ, ეს არა­ფერს შეც­ვლის და შე­იძ­ლე­ბა მე­ო­რე დღეს იგი­ვე გა­ი­მე­ო­როს.

“500 ლა­რით და­ჯა­რი­მე­ბა არ ნიშ­ნავს პრე­ვენ­ცი­ას, პი­რი­ქით, შე­იძ­ლე­ბა უფრო გახ­შირ­დეს სუ­ი­ცი­დი. ქვე­ყა­ნა სხვა­ნა­ი­რად უნდა მი­უდ­გეს ამ სა­კითხს”, – ამ­ბობს ფსი­ქო­ლო­გი.

წყარო:გურიის მოამბე

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

ახალციხეში მამაკაცი ტოტალიზატორში გარდაიცვალა

Joni Kvaracxelia

ჩემი თბილისელი გოგო — ისრაელის ელჩი საქართველოში, მამა გახდა

სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტებმა სოფელ ჯუგაანში საცხოვრებელი სახლი დააზიანა

1 კომენტარი

ნინო 04.01.2021 at 02:08

არა, არაა მართალი. ასეთი მუხლი კანონმდებლობაში არ არის. ინფორმაცია მოჭორილია. არც სისხლის სამართლის კოდექსი და არც ადმინისტრაციული, მსგავს ქმედებაზე არ ითვალისწინებს არც სასჯელს არც ჯარიმას და არც რაიმე სანქციას. ანუ ვადასტურებ რომ ეს არის ჭორი. საქართველოში თავად თვითმკვლელობა არ ითვლება დანაშაულად, და რაის წარუმატებელი მცდელობა. ასე რომ თავის მოკვლა ყველას შეუძლია როგორც წარმატებით, ასევე წარუმატებელი მცდელობებით პრაქტიკის დაგროვების ფონზე და შეუზღუდავად.

Reply

დატოვე კომენტარი