განცხადება/მიმართვა

“წამით წარმოიდგინეთ…სამღვდელოება განგაშის ზარს დასცემდა”-უფლებადამცველი ნინოწმინდის პანსიონზე

უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშრებით განცხადებას ავრცელებს:

“წამით წარმოიდგინეთ, გამოძიება მიმდინარეობდეს ბავშვებზე ძალადობისა და გაუპატიურების საქმეზე იეჰოვას მოწმეთა, ან მუსლიმთა სამმართველოს მფლობელობაში არსებულ პანსიონში მომხდარი ფაქტის გამო.
სამღვდელოება განგაშის ზარს დასცემდა, სოფელ-სოფელ მოკრებდნენ მღვდლები მრევლს, მძიმე ჯვრებითა და კომბლებით გაუდგებოდნენ გზას ნინოწმინდისკენ. დასავლეთიდან მომავალ ნაკადს ბორჯომში ვასაძე-ფალავანდიშვილი-კორკოტა შეუერთდებოდათ, ჩოხა-ახალუხებში გამოწყობილები.
იქ მისვლას მათ სპეცრაზმი მიასწრებდა და სამაგალითო სადამსჯელო სპეცოპერაციას ჩაატარებდა. სახელისუფლებო პოლიტიკოსები ბართლომეს ღამეების საჭიროებას დააანონსებდნენ და ისეთ გარემოს შექმნიდნენ, ჰერცოგ გიზებს შეშურდებოდათ.
პროკურატურა ყოველ 2 საათში ბრიფინგს გამართავდა, ხოლო ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთა ბავშვების გამოძიებაში მიცემული ჩვენებების კინოჩვენებას მოაწყობდა რეგიონებში, სკოლის მოსწავლეებისთვის.
და რა ხდება ახლა? წელში გეიმართნენ და დეიწყეს გალობა. ჩვენ ვიძახით ბავშვები, ხალხო, ბავშვები. ესენი კიდე გალობენ”- წერს მშვენიერაძე სოციალურ ქსელში.

Loading…

მსგავსი პოსტები

“ახლა ეს საფრთხე რეალურია…რუსეთი განაგრძობს აგრესიულ ომს უკრაინასთან”

roma sajaia

“საარჩევნო კამპანია პრაქტიკულად გაიხსნა ხიბულაში, შეიძლება ითქვას, რომ მათმა ავტორმა მოგვხიბლა”-კონსტანტინე გამსახურდია

“წელიწად ნახევარია ტემირლანის საფლავს და ოჯახს მოშორებული ქუჩაში აღმოვჩნდი იმისთვის, რომ დამედგინა სიმართლე და ეზეიმა სამართალს”-მალხაზ მაჩალიკაშვილი

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი