სხვადასხვა

წალენჯიხის პოლიციის პოლიტიკური დავალება

2021 წლის 26 თებერვალს გაერთიანებული ოპოზიციის აქციიდან მობრუნებული წალენჯიხის „თავისუფლების მარშის“ აქტივისტები წალენჯიხის პოლიციამ 2000 ლარიანი ჯარიმით დააჯარიმა 15 წუთიანი დაგვიანებისთვის
„თავისუფლების მარშის“ აქტივისტებთან ერთად
პენსიონერი ქალბატონებიც დააჯარიმეს
დაზარალებული წალენჯიხელი აქტივისტების ინტერესებს „საია“ დაიცავს!
„თავისუფლების მარშელები“ პოლიციამ იმ დროს დააჯარიმა, როცა საკუთარი სახლიდან რამდენიმე მეტრში ქუჩაში იმყოფებოდნენ. მათ დარჩენილ წუთებში სახლში შესვლა ვერ მოასწრეს.
დაჯარიმებული აქტივისტები აცხადებენ, რომ ისინი ტელეფონით 144-ზე ცდილობდნენ დაკავშირებას, მაგრამ კონტაქტი არ შედგა.
აქტივისტების განმარტებით პოლიციის თანამშრომლები რომლებიც ადგილზეა უფლებამოსილი მიიღონ გადაწყვეტილება,ელოდნენ ზემოდან გადაწყვეტილებას, აშკარად განზრახ გაწელეს დრო და 2 საათის დაგვიანებით მას შემდეგ რაც წალენჯიხის მერის ბესიკ ფარცვანიას ავტომანქანამ აუარათ მერე მიიღეს განკარგულება და დაიწყეს ჯარიმების გამოწერა. პოლიციელებს არც ახნაგანმარტებისთვის მოუსმენიათ და არც უფლებამოვალებანი განუმარტავთ არავისთვის. დაზარალებული წალენჯიხელი აქტივისტები აცხადებენ რომ ეს იყო აშკარა პოლიტიკური დავალება რაც შეასრულა უკვე პარტიულ ჭრილში მოქმედმა პოლიციამ, როდესაც ქართული ოცნების მხარდამჭერების მრავალი კანონდარღვევა რეაგირების გარეშე რჩება.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«ამ მილიონიდან 1/3 – ია მიშას ხმები. მეტი არ არის!!!»-დავით ბერძენიშვილი

მიწისძვრა საქართველოში-ყვარელის მერე მიწისძვრა ქალაქ ონთან დაფიქსირდა

დმანისში ავარიას ბაბუა და შვილიშვილი ემსხვერპლა

დატოვე კომენტარი