მსოფლიოში

ძლიერი ქარის გამო ჩინეთში, ტურისტი დაზიანებულ მინის დაკიდულ ხიდზე გაიჭედა

ექსტრემალური ამინდი დაადანაშაულეს საშინელ ინციდენტში, რამაც 7 მაისს ჩინეთის ჩრდილო – აღმოსავლეთით მდებარე ჯილინის პროვინციაში 260 მეტრის სიმაღლის მინის დაკიდულ ხიდზე ტურისტი გაჭედა.
ჩინეთის სახელმწიფო მედია Xinhua- ს მიერ ჩინურ სოციალურ ქსელში Weibo განთავსებულ სურათზე ჩანს ადამიანი, რომელიც ეკიდება ბაქანზე მოშლილი და დაზიანებული მინის პანელებით გარშემორტყმული ხიდის მოაჯირს.

ხიდი მდებარეობს ქალაქ ლონგჯინგის მიმდებარედ, პიანჯის კულტურული ტურიზმის ზონაში.  ადგილობრივი ხელისუფლების Weibo-ში განთავსებული განცხადების თანახმად, ინციდენტი მოხდა პარასკევს, 12:45 საათზე, როდესაც ტურისტზე რეკორდულად ძლიერმა ქარმა «იძალადა», რომლის სიჩქარე საათში 150 კილომეტრამდე აღწევდა.

ოფიციალური პირების თქმით, მაშველები გამოიძახეს ჩავარდნილი ტურისტის დასახმარებლად, რომელმაც ხიდიდან ევაკუირება თვითონვე მოახერხა 13:20 საათზე.

”აღნიშნულ ტურისტულ ზონაში მყოფი პერსონალი მალევე მივიდა შემთხვევის ადგილზე, მიიყვანა საგანგებო ტექნიკა და წარმატებით გადაიყვანა დაზარალებული ტურისტი უსაფრთხო ადგილზე”, — ნათქვამია განცხადებაში.
”მსხვერპლი არ არის. მას შემდეგ, რაც დაზარალებული საავადმყოფოში დაკვირვების მიზნით გადაიყვანეს, იგი სტაბილურ ემოციურ და ფიზიკურ მდგომარეობაში იყო და მალევე გაწერეს საავადმყოფოდან.
მომხდარის გამო პიანის აღნიშნული ტერიტორია დაიხურა და ოფიციალურმა პირებმა მოითხოვეს უსაფრთხოების ამ რეგიონის ყველა ატრაქციონის დეტალური შემოწმება, ხიდის ჩათვლით.

წყარო: SNN

Loading…

მსგავსი პოსტები

მაიკ პენსსა და მის მეუღლეს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

შეერთებულმა შტატებმა რუსეთი იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, სადაც ირღვევა რელიგიის თავისუფლების უფლება

გაეროს განცხადება ბელარუსში მიმდინარე მოვლენებზე

დატოვე კომენტარი