ძლიერი სეტყვა ახალციხეში

0
189

ძლიერი სეტყვა იყო ქალაქ ახალციხესა და მის სოფლებში. მუგარეთში, სვირსა და წნისში სტიქიამ ნათესები დააზიანა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ძლიერი სეტყვა 30 წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა და ხეებს ტოტებიც კი ჩამოტეხა. ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე განმარტავს, რომ ძლიერმა სეტყვამ 6 სოფლის მოსახლეობა დააზარალა. შექმნილია ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია, რომელიც დაზარალებულ მოსახლეობას სრულად აღნუსხავს და დახმარებაზე მხოლოდ ამის შემდეგ იმსჯელებენ.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ