სხვადასხვა

ძლიერი თოვლი, ქარი, ზღვაზე შტორმი-საქართველოში ამინდი უარესდება

«5 თებერვლიდან 8 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), მთიან რეგიონებში ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ზვავსაშიშროება, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი. 6 თებერვალს იქროლებს ძალიან ძლიერი ქარი.
❗️დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
❗️❗️მოსალოდნელმა ძლიერმა
ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.»-აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

12 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს

ევროკავშირი რუსეთს მორიგ სანქციებს უწესებს

თორნიკე შენგელიამ ცსკა-სთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა

დატოვე კომენტარი